10 ივლისს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და პროფესიასთან დაკავშირებულ სხვა რეგულაციებზე მომუშავე ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის წევრები, კომიტეტების თავმჯდომარეები, წევრი ადვოკატები და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრაზე მოისმინეს ბატონ დავით ებრალიძის პრეზენტაცია საადვოკატო საქმიანობისა და იურიდიული პროფესიის დარეგულირების შესახებ. დაიგეგმა, რომ მომავალ შეხვედრაზე ჯგუფის წევრები გაეცნობიან ქალბატონ თამარ სადრაძის მოსაზრებებს საადვოკატო საქმიანობის თაობაზე.