გაცნობებთ, რომ 2018 წლის 01 მაისის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, მიმდინარე წლის 14 მაისიდან დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება 2017-2018 წლების საწევრო დავალიანების მქონე ასოციაციის წევრთა მიმართ (იხ. ამონაწერი 2018 წლის 01 მაისის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ოქმიდან).
2018 წლის 11 მაისის მდგომარეობით საწევრო დავალიანების მქონე პირთა გამოქვეყნდა გაზეთში „რეზონანსი“.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2018 წლის 18 მაისის მდგომარეობით საწევრო დავალიანების მქონე პირთა სია განთავსდება ასოციაციის ვებ-გვერდზე 2018 წლის 21 მაისს.
ასევე, შეგახსენებთ, რომ საწევრო დავალიანების გადახდის ბოლო ვადაა 2018 წლის 29 ივნისი.