პროფესორ Metin Feyzioğlu-ს მოხსენება თემაზე: „ადვოკატებისა და ადვოკატთა ასოციაციების როლი სამართლის უზენაესობის შენების პროცესში“.
თურქეთის ადვოკატთა ასოციაციების გაერთიანების პრეზიდენტი - პროფესორი - Metin Feyzioğlu ქართველი ადვოკატებისთვის, თურქულენოვან და მონათესავე ქვეყნების ადვოკატთა გაერთიანების მმართველი კომიტეტის შეხვედრის ფარგლებში, გამართავს მოხსენებას შემდეგ თემაზე: „ადვოკატებისა და ადვოკატთა ასოციაციების როლი სამართლის უზენაესობის შენების პროცესში“.
აღნიშნული ღონისძიება გაიმართება 7 მარტს, 15:00 საათზე, სასტუმრო ბილტმორის მე-4 საკონფერენციო დარბაზში, ღონისძიების ხანგრძლივობა 2 საათი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ ღონისძიებაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.
დასწრება მოხდება პირველადი რეგისტრაციის (first come, first served) პრინციპით.
რეგისტრაცია მიმდინარეობს 2018 წლის 6 მარტის, 18:00 საათამდე.
რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ანა გოგოლაური, სასწავლო ცენტრის კოორდინატორი
ტელ: +995 557 65 93 85
ელ-ფოსტა : a.gogolauri@gba.ge