ადვოკატთა საყურადღებოდ!

4 ნოემბერი 2013

მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი (WJP-დაარსდა 2006 წელს ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის და 21 სხვა წამყვანი ორგანიზაციების მიერ) არის დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს კანონის უზენაესობის განმტკიცებაზე მსოფლიოს მასშტაბით (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ფაილი). 

  კანონის უზენაესობის ინდექსი  (WJP Rule of Law Index) არის  აღნიშნული პროექტის მიერ შექმნილი ინოვაციური,  შეფასებითი ხასიათის ინსტრუმენტი, რომლიც გვთავაზობს დეტალურ და სრულყოფილ სურათს თუ რამდენად არის დაცული კანონის უზენაესობის ხარისხი სხვადასხვა ქვეყნებში. კვლევის მეთოდოლოგია მოიცავს ორი სახის რესურსს: მოსახლეობის და კვალიფიციურ რესპდენტთა გამოკითხვას.  ეს უკანასკნელი  შედგება ღია და დახურული კითხვებისგან. კითხვარი განკუთვნილია სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკოსებისთვის  და მეცნიერებისთვის, რომლებიც ფლობენ დიდ გამოცდილებას შემდეგ 4 დარგში: სამოქალაქო და კომერციული სამართალი,   კონსტიტუციური სამართალი, სისხლის სამართალი, შრომის სამართალი და საზოგადოებრივი ჯანდაცვა.

 აღნიშნულ დარგებში მოღვაწე პოტენციური რესპოდენტების შერჩევა ხდება იურიდიული ფირმებიდან და  არასამთავრობო ორგანიზაციებიდან.  მსურველი ავსებს სტანდარტულ ფორმას, რომელიც მოიცავს საკონტაქტო ინფორმაციას. მოგვიანებით ემატება ბოიგრაფიის და განათლების  შესახებ ინფორმაცია,   შრომითი გამოცდილება და ინფორმაცია პროფესიაში მიღწეული  წარმატებების შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობა მკაცრად დაცულია.   კითხვარის შევსების დროს, შესაბამის ველში რესპოდენტი  თვითონ მიუთითებს  ინფორმაციის ანონიმურობას ან საჯაროობას. აღნიშნული ველის გამოტოვების შემთხვევაში,  რესპოდენტი ჩაითვლება ანონიმურად. კითხვარში მონაწილე რესპოდენტები მიწვეული იქნებიან  QRQ-ს (კვალიფიციურ რესპოდენტთა კითხვარი) ყოველწლიურ მიღებაზე. მათ მიეწოდებათ კანონის უზენაესობის ინდექსის გამოცემა და მათთან თანამშრომლობა გაგრძელდება მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის ინიციატივების და ინდექსის განვითარების  ფორმატში.

კითხვარით დაინტერესებული  ადვოკატები  უნდა დარეგისტრირდნენ აღნიშნულ ლინკზე (http://www.surveygizmo.com/s3/1393003/WJP-QRQ-2013-Data-Collection), რის შემდეგაც მათ გაეგზავნებათ ფორმალური მოწვევა კითხვარში მონაწილეობისთვის.

იხილეთ მიბმული ფაილი

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი