ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებზე რეგისტრაცია გაგრძელდა

11 სექტემბერი 2018

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებზე რეგისტრაცია გაგრძელდა 2018 წლის, 14 სექტემბრის 18:00 საათამდე.
მოსამზადებელ კურსებზე რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ სისხლის სამართლისა და საერთო სპეციალიზაციის მიმართულებით

გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსი ითვალისწინებს გამოცდის თეორიული მასალის, უახლესი საკანონმდებლო ცვლილებებისა და ტესტის/კაზუსის ამოხსნის მეთოდების შესწავლას.

მოსამზადებელი კურსის საფასური  სისხლის სამართლის სპეციალიზაციის განხრით, შეადგენს 700 ლარს, ხოლო საერთო სპეციალიზაციის განხრით, 900 ლარს.

კურსებზე სწავლა დაიწყება 2018 წლის 17 სექტემბრიდან და გაგრძელდება 30 ნოემბრამდე.

ლექციების განრიგს სპეციალიზაციის მიხედვით, მოსამზადებელი კურსის სარეგისტრაციო ვადის დასრულებისთანავე მიიღებთ.
ლექციები ჩატარდება ყოველდღე, შაბათ–კვირის გარდა, 18:30 საათიდან 22:00/23:00 საათამდე.
ლექციების ჩატარების ადგილი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. 33/36 და ასევე რომელიმე საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის შესახებ დეტალური ინფორმაცია კურსის მსმენელებს ეცნობებათ სარეგისტრაციო ვადის დასრულებისთანავე.

გამოცდისთვის მოსამზადებელ კურსებზე სწავლების საფასურის გადახდა ხორციელდება
შემდეგ საბანკო ანგარიშზე:
VTB “ვითიბი” ბანკის კოდი – UGEBGE22
ანგარიშის ნომერი – GE97VT 6600 0000 0080 3803
ადვოკატთა ასოციაციის საიდენტიფიკაციო კოდი  – 202 255 692.

მოსამზადებელ კურსებზე რეგისტრაციისთვის გადადით მოცემულ ლინკზე

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი