აღმასრულებელი საბჭოს 29 მაისის გადაწყვეტილებით შეიქმნა ადვოკატთა ასოციაციაში „ადვოკატთა სათათბირო ჯგუფი“, რომლის მიზანია ადვოკატთა ფართო ჩართულობით პროფესიის წინაშე მდგარ პრობლემებზე და მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობა.
მოხარული ვიქნებით, თუ მონაწილეობას მიიღებთ აღნიშნული ჯგუფის მუშაობაში და თქვენს წვლილს შეიტანთ ადვოკატთა ასოციაციის წინაშე მდგარი ამოცანების და გამოწვევების გადაჭრაში.
პირველი სხდომა ჩატარდება მიმდინარე წლის 6 ივლისს 18:30 საათზე.
გთხოვთ, მონაწილეობა დაგვიდასტუროთ 5 ივლისამდე არაუგვიანეს 17:00 საათისა ელ. ფოსტის მისამართზე: t.khokhobashvili@gba.ge