ადვოკატთა საერთაშორისო კონფერენცია

11 ოქტომბერი 2018

8-9 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო „რუმსში,“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს პროექტის „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“, ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და  ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA – AEAL) მხარდაჭერით გაიმართება ადვოკატთა საერთაშრისო კონფერენცია.

 

კონფერენციაზე განსახილველ თემებს შორის იქნება:

 

  • საადვოკატო საქმიანობის ექსკლუზიურობა იურიდიული კონსულტაციებისა და სასამართლოში წარმომადგენლობისას;
  • ადვოკატის სტატუსის უკანონოდ გამოყენების აკრძალვის გზები;
  • „ადვოკატის პროფესიის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მნიშვნელობა;
  • პროფესიაში შესვლის სტანდარტები; და
  • ადვოკატთა ასოციაციების როლი პრო-ბონო სერვისების განვითარებაში.

 

გარდა პროფესიული განვითარებისა, ღონისძიება წარმოადგენს კარგ შესაძლებლობას საერთაშორისო ექსპერტებსა და სხვადასხვა ქვეყნის ადვოკატებთან კავშირების დამყარებისა და ინფორმაციის გაცვლის კუთხითაც.

 

ორდღიან საერთაშორისო კონფერენციაზე დასწრებას შეძლებს პირველი 50 ადვოკატი, რომელიც დარეგისტრირდება მოცემულ ბმულზე.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი