ადვოკატთა ვაკანსიები სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურში

16 თებერვალი 2015

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური აცხადებს კონკურსს ადვოკატთა ვაკანტურ თანამდებობებზე სამოქალაქო სპეცილიზაციით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამოქალაქო ან საერთო სპეციალიზაციის ადვოკატებს. კონკურსი ტარდება საქართველოს მასშტაბით და 11 იურიდიული დახმარების ბიუროს მოიცავს. თბილისში დაგეგმილია 5 ადვოკატის მიღება, ხოლო რეგიონებში (მცხეთა, თელავი, რუსთავი, გორი, ახალციხე, ზესტაფონი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი და ბათუმი) თითო ადვოკატი შეირჩევა. განცხადებების მიღება წარმოებს საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდის HR.Gov.Ge-ს მეშვეობით. განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 22 თებერვალი. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდებზე: www.legalaid.ge, www.hr.gov.ge

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი