ადვოკატთა ასოციაციის წევრთა საყურადღებოდ!

5 ივლისი 2018

ბათუმში მე-4 საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველო კონტრაფაქციისა და
მეკობრეობის წინააღმდეგ“ იმართება.


თარიღი: 12-13 ივლისი, 2018
დაწყების დრო: 10:00


ადგილი: ბათუმი, სასტუმრო ,,ჰილტონი“


ორგანიზატორები:
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი და
ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის
განვითარების პროგრამა(CLDP)


თანამშრომლობა:
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა (ICC Georgia), საქართველოს ადვოკატთა
ასოციაცია


ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლია ადვოკატთა ასოციაციის წევრს.
დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაციისთვის მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე:
t.imnaishvili@gba.ge


მიზანი:
საჯარო და კერძო სექტორის დიალოგის გაძლიერება კონტრაფაქციის წინააღმდეგ
ბრძოლისთვის, საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და დაინტერესებულ მხარეებს
შორის ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების კოორდინაციის
უზრუნველყოფა.


საფუძველი:
ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ეფექტური სისტემის განვითარება საქართველოს
მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, აღნიშნული კი მჭიდრო
კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან.


საქართველოს ბაზრისთვის კონტრაფაქციისა და მეკობრეობით გამოწვეული საზიანო
ზემოქმედების საპასუხოდ და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და
ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (DCFTA) გაფორმებასთან
დაკავშირებით, საქართველომ მთელი რიგი ინიციატივები ჩაატარა ინტელექტუალური
საკუთრების (IP) სისტემის გასაუმჯობესებლად. საკანონმდებლო დონეზე, რამდენიმე
ცვლილება შევიდა საქართველოს კანონმდებლობაში რათა ის სრულად ჰარმონიზებული
იყოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან. საქართველოს ინტელექტუალური
საკუთრების ეროვნული ცენტრი (საქპატენტი) მნიშვნელოვან როლს ასრულებს
ინტელექტუალური საკუთრების აღსრულების კოორდინაციაში ყველა დონეზე,
საერთაშორისო პარტნიორებთან

თანამშრომლობით იგი ასევე ხელს უწყობს შესაძლებლობების განვითარებას და
კვალიფიკაციის ამაღლებას ყველა დაინტერესებული პირისათვის, რომლებიც
პასუხისმგებელნი არიან ინტელექტუალური საკუთრების აღსრულებაზე. სემინარებისა და
კონფერენციების გარდა, რომელიც ემსახურება ფორუმს ინტელექტუალური საკუთრების
აღსრულების მიმდინარე დიალოგისთვის, საქპატენტი ასევე ატარებს სხვადასხვა სახის
ღონისძიებებს და კამპანიებს ცნობიერების ამაღლების მიზნით.


ინტელექტუალური საკუთრების დაცვის გაუმჯობესებისა და საზოგადოების ცნობიერების
ამაღლების ხელშეწყობის მიზნით საქპატენტი პარტნიორ ორგანიზაციებთან
თანამშრომლობით ორგანიზებას უწევს მე-4 საერთაშორისო კონფერენციას - "საქართველო
კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდე". პირველი სამი კონფერენცია ჩატარდა 2015,
2016 და 2017 წლებში ქალაქ ბათუმში.

მე-4 საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის
წინააღმდეგ" დაეთმობა საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სისტემის
და აღსრულების მექანიზმების განვითარებას, განიხილება საქართველოს
ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ
კანონში განხორციელებული ცვლილებები, ზიანის დადგენის ოპტიმალური მექანიზმები,
ხელოვნური ინტელექტის გამოყენების დროს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის
საკითხები, პარალელური იმპორტის საკითხები და ასევე, ინტელექტუალური საკუთრების
უფლებების ეფექტური აღსრულების ინსტრუმენტები.


კონფერენცია საშუალებას აძლევს დამსწრე საზოგადოებას ახალი ბიზნეს პარტნიორების
მოძიების და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების საშუალებას. ეს არის
პლატფორმა ბიზნეს სექტორისთვის გაეცნონ სიახლეებს როგორც საერთაშორისო ასევე
ადგილობრივ ასპარეზზე.


საქპატენტის საქმიანობის შედეგად მიღწეულ იქნა თვალსაჩინო პროგრესი ქვეყანაში
ინტელექტუალური საკუთრების აღსრულების კუთხით.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი