გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 16 მაისს, 17:00 საათზე ადვოკატთა ასოციაცია ატარებს ონლაინ ტრენინგს ,,სასამართლო ხელმისაწვდომობის“ თემაზე,რომელიც გაიმართება ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპულ სასამართლოსთან ტელეხიდის მეშვეობით.
აღსანიშნავია, რომ პროფესიის რეგიონალური თანამშრომლობის განვითარების მხარდასაჭერად, აღნიშნულ ტრენინგში ასევე ჩაერთვებიან ადვოკატები სომხეთიდან. ამასთან, ასოციაციის წევრებთან ერთად, ტრენინგში ჩართვას შეძლებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რამდენიმე წარჩინებული სტუდენტი. აღნიშნული ემსახურება მომავალი თაობის პროფესიაში ინტეგრაციის ხელშეწყობას.
ტრენინგი წარიმართება რუსულ ენაზე. შესაბამისად, მასზე დასწრების აუცილებელი პირობაა რუსული ენის ცოდნა.
ასოციაციის დაინტერესებულმა წევრებმა რეგისტრაციისთვის გთხოვთ მოგვმართოთ ელ. მისამართზე t.imnaishvili@gba.ge
სათაურის ველში მიუთითეთ ადვოკატის სიითი ნომერი.
მონაწილეობას შეძლებს პირველი ორმოცი დარეგისტრირებული ადვოკატი.