საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (TSU NCADR ) მხარდაჭერით, 3 ეტაპად ატარებს 2 დღიან ტრენინგს თემაზე: „ადვოკატის როლი მედიაციის განვითარებაში“.
ტრენინგი ჩატარდება 2018 წლის 5 - 6 და 12 - 13 მაისს, ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო 19 - 20 მაისს, ტრენინგი ჩატარება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ტრენინგის ჩატარების ზუსტი დრო და ადგილი დარეგისტრირებულ მონაწილეებს ეცნობებათ მოგვიანებით.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეგისტრაციისთვის გამოგზავნოთ განაცხადი მითითებულ ელ-ფოსტაზე -t.imnaishvili@gba.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ,,მედიაცია“.
რეგისტრაცია შესაძლებელია მიმდინარე წლის 3 მაისის ჩათვლით 18:00 საათამდე.
ტრენინგში მონაწილეობას შეძლებს პირველი 30 რეგისტრირებული წევრი.
აღნიშნული ტრენინგი მოიცავს 12 კრედიტ საათს.