17,18 ივლისს, ბათუმში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებზე და გასაჩივრების მექანიზმებზე ტრენინგი იმართება, რომელსაც ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ირაკლი ყანდაშვილი უძღვება.
ტრენინგზე, რომელიც მხარდაჭერილია ევროკავშირის და გაეროს ადამიანის უფლება უმაღლესი კომისრის ოფისის პროექტის ,,ადამიანის უფლებები ყველასთვის" მიერ, ადვოკატები მოისმენენ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ირაკლი ყანდაშვილის და საერთაშორისო სამართლის სპეციალისტის ბესარიონ ბოხაშვილის პროდუქტიულ პრეზენტაციებს.