ადვოკატთა ასოციაციის სტრატეგიული გეგმის პრეზენტაცია

20 ნოემბერი 2018

20 ნოემბერს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“  გაიმართა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2019 - 2022 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის პრეზენტაცია, რომელიც შემუშავდა ევროპის საბჭოსა (CoE) და ევროკავშირისა და გაეროს (UNDP) ერთობლივი პროექტის მხარდაჭერით.

 

ღონისძიება გახსნეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ, საქართველოში ევროკავშრის წარმომადგენლობის მართლმსაჯულების პროგრამების ხელმძღვანელმა პიტერ დენისმა და ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის პროგრამის კოორდინატორმა რუსუდან ტუშურმა.

 

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პარლამენტის, იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის, საერთო სასამართლოების, ასევე, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშრისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სტრატეგიული განვითარების გეგმა შემუშავდა საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის ექსპერტების მიერ, ადვოკატთა ასოციაციის წევრებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით.

 

"ადვოკატთა ასოციაციის სტრატეგიული განვითარების გეგმა მოიცავს ადვოკატის პროფესიისა და ასოციაციის საქმიანობის ყველა პრიორიტეტულ მიმართულებას, რომლის განხორციელების შედეგად, ასოციაცია გადავა ინსტიტუციური განვითარების თვისებრივად ახალ საფეხურზე, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ადვოკატის პროფესიის დამოუკიდებლობას, ერთიანობას და საქმიანობის ხარისხსს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ხარისხიანი მართლმსაჯულების განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში" - განაცხადა დავით ასათიანმა სტრატეგიის პრეზენტაციაზე.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი