ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრსა და 7 უნივერსიტეტს შორის გაფორმდა მემორანდუმები

19 ნოემბერი 2013

15 ნოემბერს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრში საგანმანათლებლო საბჭოს, სასწავლო ცენტრისა და უნივერსიტეტების ერთობლივი შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრა მიზნად ისახავდა ადვოკატთა პროფესიაში მიღების ახალი სტანდარტების გაცნობასა და 2013 წლის ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის სტატისტიკური მონაცემების პრეზენტაციას. სტატისტიკურ მონაცემებში აისახა იურიდიული ფაკულტეტების კურსდამთავრებულთა გამოცდის შედეგები, საქართველოში არსებული უნივერსიტეტების მიხედვით.

 

ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრსა და 7 უნივერსიტეტს შორის გაფორმდა მემორანდუმები: შ.პ.ს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, შ.პ.ს საქართველოს უნივერსიტეტი, შ.პ.ს შავი ზღვის უნივერსიტეტი, ს.ს.ი.პ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, წმ. გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი და გრიგოლ რობაქიძის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ს.ს.ი.პ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და უნივერსიტეტებს შორის სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გზები.

 

უნივერსიტეტებთან შეხვედრა განხორციელდა USAID-ის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის,  JILEP-ის თანადაფინანსებით, რომელსაც საქართველოში ახორციელებს East West Management Institute–ი.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი