27 ივნისს, ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კლინიკის სტუდენტებს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა სერტიფიკატები გადასცა, ღონისძიებას ესწრებოდნენ გია ტაბლიაშვილი, ეთიკის კომისიის თავმჯდომარე და გიორგი ჩხეიძე, USAID/PROLoG ხელმძღვანელი.
ადვოკატთა ასოციაციის პროფესიული ეთიკის კლინიკა ეთიკის კომისიის აპარატის ინიციატივითა და USAID/PROLOG-ის მხარდაჭერით შექიმნა, ფუნქციონირებს 2016 წლიდან და თანამშრომლობს შემდეგ უნივერსიტეტებთან: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ევროპის უნივერსიტეტი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი. ამ ეტაპზე კლინიკა გავლილი აქვს 70 სტუდენტს.