ადვოკატთა ასოციაციის ოფისში წიგნის ,,რწმენის თავისუფლება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში" პრეზენტაცია გაიმართება

10 აპრილი 2014

გაცნობებთ, რომ 15 აპრილს, 15:00 საათზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შეხვედრების ოთახში წიგნის ,,რწმენის თავისუფლება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში" ავტორი და საერთაშორისო სამართლის დოქტორანტი ზაზა ვაშაყმაძე ისაუბრებს რწმენის,აღმსარებლობისა და რელიგიის თავისუფლების საკითხზე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ეს თემა ძალზე პოპულარული გახდა ამ ბოლო ხანს საქართველოში განვითარებული რელიგიური დაპირისპირებების ფონზე, რაც განპირობებულია ქვეყანაში რელიგიური პოლიტიკისა და კანონმდებლობის არარსებობით.

ავტორმა მოიძია და თარგმნა სხვა ქვეყნების კანონმდებლობა, რაც საშუალებას მოგვცემს სწორი პოლიტიკა შევიმუშაოთ ჩვენი ქვეყნისთვის.საკითხი ეხება არა მარტო პიროვნების რწმენის თავისუფლებას, არამედ, რელიგიური ორგანიზაციების შექმნის, რეგისტრაციისა და ლიკვიდაციის წესს.

გთხოვთ დაესწროთ წიგნის პრეზენტაციას.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი