ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი დამოუკიდებელ ექსპერტს მაი ჰიონს შეხვდა

26 თებერვალი 2015

26 თებერვალს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ექსპერტ მაი ჰიონთან საქმიანი შეხვედრა გამართა. საუბარი შეეხო ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების დაცვის გარანტიებს, უცხოელთა უფლებებს და მათი დაცვის განხორციელების საკითხებს სასამართლოში. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ სტუმარს ინფორმაცია მიაწოდა ადვოკატთა ასოციაციის მისიის, საქმიანობის და განხორციელებული პროექტების შესახებ. ზაზა ხატიაშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ ,,საქართველოში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების დაცვის გარანტიების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია დროზე ამოქმედდეს მოწმის სასამართლოში დაკითხვის წესი“ .

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი