ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ღია წერილი სტუდია „რეპორტიორის“ ჟურნალისტებს

27 მარტი 2014

პატივცემულო სტუდია „რეპორტიორის“ ჟურნალისტებო თქვენს სტუდიაში განასკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის  წინააღმდეგ ადვოკატთა  ჯგუფის მიერ ჩემი მისამართით გაკეთებული ღიმილისმომგვრელი  განცხადებები.

თავდაპირველად ვფიქრობდი არ მეპასუხა, მაგრამ  ვინაიდან  აღნიშნულმა მიიღო სიტემატური ხასიათი გადავწყვიტე     ჩემი მოწინააღმდეგე ადვოკატების მიერ  გაკეთებულ  თვითოეულ  გამონათქვამს გაუკეთო კომენტარი.

თავდაპირველად განვმარტავ,  რომ 3 თვის  წინ,    2013 წლის 8 დეკემბერს,  ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებამ ხელმეორედ, 4 წლის ვადით, ამირჩია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ. მივიღე ხმების დაახლოებით 80 % რაც უპრეცედენტო ფაქტია. ხელისუფლება დაიშოკა ჩემი ამხელა რეიტინგით და სურს   დამაპირისპიროს  ადვოკატთა კორპუსთან, მაგრამ რაც სააკაშვილმა დაიჭირა ხელში ესენიც იმას დაიჭერენ .

პატივცემულო ჟურნალისტებო, ადვოკატ ნიკოლოზ მჟავანაძის  პროტესტი (რომელიც თავის თავს ეძახის უფლებადამცველს)  გამოიწვია ჩემს მიერ ადვოკატ გოგა ონიანის მიმართ უკანონო ბრალდების გამო გაკეთებულმა განცხადებებმა.  მე ვამბობდი,  რომ  გოგა ონიანის დაკავება იყო პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე.  როგორც დრომ აჩვენა,  ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ვიყავი 100 % -ით მართალი. ისმის კითხვა რატომ გაგრძელდა  მჟავანაძის და მისი რამოდენიმე მომხრე   ადვოკატის  კამპანია ჩემს წინააღმდეგ?

პროკურატურამ ადვოკატ გოგა ონიანს ბრალი წაუყენა უკანონო დაკავების ორგანიზებისთვის, მაშინ როდესაც პირები, ვინც ე.წ. დაზარალებული შათირიშვილი დააკავა, საქმეში მოწმეებად გვევლინებიან, ხოლო პროკურატურა თვლის, რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ. თუ არ მოხდა დანაშაული, მაშინ როგორ არის გოგა ონიანი არარსებული და არჩადენილი დანაშაულის ორგანიზატორი? მე, 14 წელი ვიყავი ადვოკატი, მეხუთე წელია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ვარ. ჩემს პრაქტიკაში არ ყოფილა, პროკურატურას ადამიანი დაეკავებინოს არაღიარებული, არარსებული დანაშაულის ორგანიზების გამო. პატივცემულო ჟურნალისტებო , თუ მე ზაზა ხატიაშვილი დავუშვებდი ადვოკატ გოგა ონიანის ასეთ უკანონო დაკავებას, მაშინ ვიქნებოდი თუ არა უწესო ადამიანი? მე, ზაზა ხატიაშვილი, თუ დაუშვებდი გოგა ონიანის დაკავებას არარსებული ბრალით, ეს შექმნიდა პრეცედენტს სხვა ადვოკატებთან მიმართებაში და ხელისუფლება ისევ აავსებდა ციხეებს ადვოკატებით. ნათელია, რომ ხელისუფლებამ ყველა ის  პროკურორი დააწინაურა,  რომელებიც ადვოკატებს დევნიდა. 26 მაისს დარბევაში მონაწილე  ჭიკაიძე დანიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად. ამ ფაქტზე ჩემი მოწინააღმდეგე ადვოკატები ხმას არ იღებენ, მაგრამ მე დამიპირისპირდნენ ადვოკატის ინსტიტუტის დაცვის გამო, რაც ჩემთვის გასაოცარი ფაქტია.მე  გოგა ონიანის დაკავებისთანავე  ვამბობდი , რომ ადვოკატ გოგა ონიანის პირადი ჩხრეკვა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკვა მოხდა უკანონოდ აღნიშნულშიც გამოვედი მართალი  ,    სასამართლომ  უკანონოდ ცნო  ადვოკატ გოგა ონიანის   პირადი ჩხრეკვა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკვა სასიამოვნოა , რომ  სასამართლოს წაკითხული აქვს და იცის  გაეროს 1990 წლის  პრინციპები  ადვოკატის როლის შესახებ, მე ადვოკატებს ძალით ვერ წავაკითხებ  კონვენციებს რომლითაც მთელი ცივილიზებული სამყარო  ურთიერთობს ადვოკატებთან.


პატივცემული ჟურნალისტებო, როდესაც საქართველოს პარლამენტმა პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლა დაკავებულები და იხელმძღვანელა ევროსაბჭოს ასამბლეის 2012 წლის 3 ოქტომბრის დადგენილებით პოლიტპატიმრის სტატუსის თაობაზე (რომელიც, ეტყობა, ზოგ–ზოგიერთებს არც წაუკითხავთ), იგივე დადგენილებით ვიხელმძღვანელე მე, როდესაც გოგა ონიანის დაკავებას პოლიტიკური საფუძველი მივანიჭე. აღნიშნულს არაპირდაპირ დაეთანხმა ფილიპ დიმიტროვი, ევროკავშირის ელჩი, საია, საერთაშორისო გამჭვირვალობა და სხვა ცნობილი  არასამთავრობო ორგანიზაციები.

ევროსაბჭოს ასამბლეის 2012 წლის 3 ოქტომბრის რეზოლუცია   3 ნაწილის „ დ „  ქვეპუნქტის თანახმად  პოლიტიკური  პატიმარია ის  პირი  „ თუ პოლიტიკური მოტივით განხორციელებული დაკავება  დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს  სხვა  პირებთან შედარებით“

პატივცემულო ჟურნალოსტებო განვმარტავ იმ ადვოკატების გასაგონად ვისაც არ აქვთ წაკითხული ევროსაბჭოს ასამბლეის 2012 წლის 3 ოქტომბრის რეზოლუცია     პროკურატურამ ადვოკატ გოგა ონიანს ბრალი წაუყენა უკანონო დაკავების ორგანიზებისთვის, მაშინ როდესაც პირები, ვინც ე.წ. დაზარალებული შათირიშვილი დააკავა, საქმეში მოწმეებად გვევლინებიან, ხოლო პროკურატურა თვლის, რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ.

ვინაიდან გოგა ონიანი აღმოჩნდა დისკრიმინაციულ მგომარეობაში სხვა პირებთან მიმართებაში, მას ბრალი წაუყენეს   უკანონო დაკავების ორგანიზებაში , ხოლო უშუალოდ ვინც ე.წ დანაშაული ჩაიდინა და  დააკავა შათირიშვილი, პირიქით სამსახურებრივად დააწინაურეს ევროსაბჭოს ასამბლეა  გეუბნება ეს არის პირის პოლიტიკური დაკავება,    ეს არ მოუგონია ზაზა ხატიაშვილს, როგორ შეიძლება ადვოკატებმა ეს არ იცოდნენ?

 

2.   ერთ-ერთი ჩემი  აქტიური  მოწინააღმდეგე  ადვოკატი გრიგოლ   გაგნიძე   2014 წლის 26 თებერვლის ინტერვიუში ,,გურია ნიუსზე“,    ჟურნალისტ თამთა კაკაურიძესთან ინტერვიუში აცხადებს  „ხატიაშვილის აქტიურობა სამართლინაობის პროცესს ეწინააღმდეგება“, „ის  რომ ხატიაშვილი გადამწყვეტად მიიჩნევს სასამართლოში მოწმეთა დაკითხვის წესის გადავადებას  ასე არ არის. სამართლიანობა არ არის აღდგენილი, ამიტომ ეს თუ გადავადდება, მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. 2013 წლის ივლისში, ივანიშვილის პრემიერობის პერიოდში, პოლიციის დაწესებულებაში მოწმის სტატუსით მიყვანილი მამუკა მიქაუტაძე, სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. ექსპერტიზის თანახმად, მას წამების კვალი აღენიშნება., მიქაუტაძეს დარჩა მცირეწლოვანი შვილები, რომლებიც უკიდურეს გაჭირვებაში ქირით ცხოვრობენ. ივანიშვილს დაავიწყდა ოპოზიციაში ყოფნის დროს, მისი 2 წლის წინანდელი განცხადება ქიმერიძის საქმესთან დაკავშირებით, (რომელიც მოწმის სტატუსით მიყვანილი ხაშურის პოლიცაში წამებით მოკლეს) ,,მე როდესაც მოვალ ხელისუფლებაში აღნიშნულ ფაქტებს ადგილი არ ექნებაო" გვაიმედებდა წინასაარჩევნოდ. უნდა აღინიშნოს, რომ ქიმერიძის საქმეზე მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მოდით ერთად გავაანალიზოთ, რა გააკეთა პერმიერმა ივანიშვილმა როდესაც მისმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ღარიბაშვილმა უკანონობა ჩაიდინა.
პოლიციის დაწესებულებაში მოწმის სტატუსით მიყვანილი მამუკა მიქაუტაძე, პოლიციიდან გამოსვლის შემდეგ სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს, ვინაიდან მას აღენიშნებოდა წამების კვალი და ეს იყო დადასტურებული ექსპერტიზის დასკვნით სამოქალაქო საზოგადოება ვითხოვდით გამოძიების ჩატარებას, მაგრამ პოლიციის მხრიდან ჩადენილ დანაშაულზე გამოძიება ჩაატარა ირაკლი ღარიბაშვილის უწყებამ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და დადო დასკვნა მამუკა მიქაუტაძეს არანაირი დაზიანებები არ აღმოაჩნდა და ეს იყო თვითმკვლელობა. ივანიშვილი და "ქართული ოცნება" როდესაც ხელისუფლებაში მოდიოდნენ ხშირად აპელირებდნენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ,,გირგვლიანი-საქართველოს წინააღმდეგ", სადაც მითითებულია, რომ გირგვლიანის მკვლელობის საქმე არ უნდა გამოეძიებინა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ვინაიდან სავარაუდო დამნაშავენი იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, აღნიშნული ფაქტი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჩათვალა დარღვევად, მაგრამ როდესაც ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოხდა ანალოგიური შემთხვევა და პოლიცია სავარაუდოდ უნდა დადანაშაულებულიყო მამუკა მიქაუტაძის თვითმკვლელობამდე მიყვანაში, გამოძიება აწარმოა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და არც ივანიშვილს და არც "ქართული ოცნების" დეპუტატებს, რომლებიც პოლიტიკურ კარიერას იკეთებდნენ გირგვლიანის საქმეზე აპელირებით და ქალბატონ ირინა ენუქიძის სასაფლაოზე სიარულით, არავის გახსენებია ხელისუფლებაში ყოფნის დროს. 
ასვე როგორც  ყოფილი პრემიერ მინისტრის ტელეკომპანია იმედზე სტუმრობის დროს გაირკვა მის და მოქმედი პრეზიენტის დაპირისპირება გამოიწვია  მოწმის მხოლოდ სასამართლოზე დაკითხვის 2 წლით გადაწევამ  რაც არის მისასალმებელი აღნიშნულის გამო ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის  კრიტიკა   იმის გამო  , რომ მე არ მინდა ფეოდალური სახელმწიფოში ცხოვრება არის სამარცხვინო მოვლენა.

როდესაც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, არასამთავრობო სექტორის აბსოლიტური უმრავლესობა, დიპლომატიური კორპუსი აქტიურობს, რათა მოწმედ დაბარებული მოქალაქე დაიკითხოს სასამართლო პროცესზე, რომ შეწყდეს მოწმედ დაბარებულ მოქალაქეებზე  ზემოქმედება,  ხოლო ადვოკატი  გაგნიძე   ახმაურებს სახელმწიფოს პოზიციას,  რა შეფასება უნდა მიეცეს მის ქმედებას თუ არა სახელმწიფოსგან მართულობა?

2014  წლის 24 მარტს  გამოქვეყნდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის  განცხადება სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში საკანონმდებლო და მართლმსაჯულების ინსტიტუტები ჯერ კიდევ სუსტია, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით, გულისხმობს მოწმის მხილოდ სასამართლო პროცესზე დაკითხვის გადავადებას, რაც საგანგაშო ფაქტია.

 

 

მე ვერ ვხვდებოდი     რატომ დამიპირსოიდრა გიროგოლ განიძე რომელსაც ჩემს თანამებრძოლად ვთვლიდი და რომელიც ნიკოლოზ მჟავანაძისგან  განსახვავებით იბრძოდა ადვოკატების უფლებებისთვის  სააკაშვილის მმართველოსბის დროს .   როგორც  გრიგოლ გაგნიძის  ინტერციუდან ირკვევა  იგი ნაწყენია, რომ ვერ მოხვდა ჩემს გუნდის   საარჩევნო სიაში  და    ადვოკატებმა  არ  აირჩიეს  აღმასრულებელ საბჭოში ე.ი თუ გრიგოლ განგიძეს შევიყვანდი ჩემს სიაში კარგი თავმჯდომარე ვარ ხოლო თუ არ შევიყვანდი ცუდი?

3. ყველაზე მოულოდნელი იყო ჩემთვის ადვოკატ მარიანა იველაშვილის განცხადება, რომ იგი იბრძოლებს  ჩემს წინააღმდეგ . მარიანა  როდესაც  გავათავისუფლებინე მიხეილ სააკაშვილს  მარიანას დედამ მანანა იველაშვილმა  და მარიანამ განაცხადეს , რომ  არა ზაზა ხატიაშვილი    მარიანა არ იქნებოდა  ცოცხალი. მე და მარიანას არანაირი უთანხმოება არ მოგვსვლია, უბრალოდ გაოგნებული ვარ მისი და დედამისის საქციელით, როგორ შეიძლება ადამიანმა ის იკადრო რასაც დედა -შვილი კადრულობენ?  ხელისუფლება აშკარად შეცდა მარიანა იველაშვილის ჩემთან დაპირისპირებით. სამოქალაქო საზოგადოებამ  იცის თუ როგორ ვიბრძოდი  სააკაშვილის   მმართველობის დროს მარიანა იველაშვილის უფლებების აღსადგენად .  ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა ობიექტივის პირდაპირ ეთერში მარიანა იველაშვილი  ზაზა ხატიაშვილმა კი არა, პრეზიდენტმა სარკოზიმ დაურეკა სააკაშვილს და ასე გაუშვესო. იგივე გაიმეორა მარიანა იველაშვილმა  და მეტი დამაჯერებლობა რომ მიეცა თავისი სიტყვებისთვის რეპორტიორთან ინტერვიუში განაცხადა,  ციხეში რომ ვიჯექი პრეზიდენტ სარკოზისგან მომივიდა მოწვევა და ვერ წავედი ვინაიდან ციხეში ვიჯექიო. ასევე, მარიანამ განაცხადა  მე არ ვარ თაღლითი  ზაზა ხატიაშვილი  მიგონებს და მე გმირობისთვის დამაჯლიდოვეს,  ევროპის ადვოკატთა ასოციაციის სესიაზეო. მგონია, რომ ჟურნალისტებს უნდა გაინტერესებდეთ  ვინ ამბობს სიმართლეს ზაზა ხატიაშვილი,  ნიკოლზ  მჟავანაძე  თუ მარიანა იველაშვილი. მე გთხოვთ,  ჩამოართვათ ინტერვიუ   ნიკოლოზ მჟავანაძეს და მარიანა იველაშვილს  და ჰკითხოთ ვინ უთხრა მათ,  რომ პრეზიდენტმა სარკოზიმ დაურეკა სააკაშვილს და ასე გაუშვეს იველაშვილი. მე  რომ არ მითქვამს  ფაქტია  მარიანა იველაშვილი  და  ნიკოლოზ მჟავანაძე მე ვერ დამაბრალებენ,  რადგან აღნიშნული აქამდე არ უხსენებიათ.  ამიტომ  ეხლა ჩემზე  დაბრალებით ცუდ მდგომარეობაში ჩავარდებიან.   მარიანა იველაშვილი და ნიკოლოზ მჟავანაძეს  აღნიშნული ინფორმაცია უნდა გაეგოთ ან  სააკაშვილისგან ან სარკოზისგან. ალბათ ჟურნალისტები ხვდებით,  რა დონის მატყუარა ადამიანებთან გვაქვს საქმე.   მარიანა იველაშვილმა   რეპორტიორთან ინტერვიუში განაცხადა,  ციხეში  რომ  ვიჯექი პრეზიდენტ  სარკოზისგან   მომივიდა მოწვევა და ვერ წავედი,  ვინაიდან  ციხეში  ვიჯექიო.  თქვენ წამოგიდგენიათ  ამ განცხადების შემდეგ  ვინ  არის    მარიანა იველაშვილი?

თურმე  საფრანგეთის პრეზიდენტი  სარკოზი იმას ფიქრობდა, მარიანა იველაშვილი ელისეის მინდვრებზე  სასწრაფოდ  მივიწვიო,  სხვა  პრეზიდენტმა არ დამასწროს  მისი მიწვევაო?

გთხოვთ ჟურნალისტებმა   მარიანა იველაშვილს მოსთხოვოთ დამამტკიცებელი საბუთი,  სადაც მას  ეპატიჟება  პრეზიდენტი სარკოზი  აღნიშნული მოსაწვევი მას აუცილებლდა ექნება. 

მე მინდა  განვაცხადო  მარიანა იველაშვილის მოწვევა  საფრანგეთში მე ვთხოვე ცნობილ ფრანგ ადვოკატს  მარკ  ჟობერს.  ვინაიდან ვიფიქრე,   რომ   გაიგებს  საქართველოს ხელისუფლება მარიანა იველაშვილის  მოწვევის თაობაზე,  იქნებ შეიწყალონ მეთქი და გამოვდექი აბსოლიტური მართალი. თუ მარიანა იველაშვილი  ვერ ასხვავებს   ერთმანეთისგან   ადვოკატს და პრეზიდენტს ეს მისი პრობლემაა .   მოგონება იმისა,  რომ  მარიანა იველაშვილი  აღიარეს გმირად, ესეც ტყუილია ჩემმა მეგობარმა ფრანგმა  ადვოკატმა  მარკ ჟობერმა ბრიუსელში  ევროპის   ადვოკატთა ასოციაციის პლენარულ სესიაზე, სადაც მე და  დავით ასათიანმა  წავიყვანეთ  მარიანა იველაშვილი,  გადასცა სუვენირები.  როგორც სარკოზი იწვევდა მარიანა იველაშვილს,  ისე აღიარეს იგი გმირად ევროპის   ადვოკატთა ასოციაციის პლენარულ სესიაზე.  ჟურნალისტებმა კაგად იცით, რომ ადამიანს რომ აძლევენ რაღაც ტიტულს,  განსაკუთრებით „გმირობის“ ტიტულს,  აუცილებლად აძლევენ სერტიფიკატს ან სიგელს.   ვთხოვ ჟურნალისტებს, სთხოვოთ   მარიანა იველაშვილს  გაჩვენოთ  მისი გმირობის დამადასტურებელი საბუთი.  მე ვაცხადებ,  რომ იგი  ამ ყველაფერს იგონებს .  

მარიანამ   სტუდია „რეპორტიორთან“   ინტერვიუში განაცხადა, რომ ზაზა ხატიაშვილი ამბობს, რომ მე ვარ თაღლითი და იტყუებაო . ესეც მორიგი ტყუილი, მე  ზაზა ხატიაშვილს ასეთი რამ არ მითქვამს ,  როდესაც ჩავატარე  სტუდია ,,რეპორტიორში“ პრესკონფერენცია მარიანა იველაშვილის გმირის ტიტულთან დაკავშირებით ვთქვი,    მარიანა იველაშვილი არის განაჩენით თაღლითობისთვის მსჯავრდებული( რაც არის ფაქტი) მჟავანაზე რომ იძახის მარიანა არის გმირი, გინახავთ მჟავანაძის ერთი განცხადება იველაშვილის უკანონო პატიმრობაზე,  როცა მარიანა იჯდა ციხეში. მჟავანაძე არასდროს  არ მოსულა, არც ერთ საპროტესტო აქციზე როდესაც ვაპროტესტებდით მარიანა იველაშვილის უკნონო პატიმროებას,  რატომ არ ვამბობ რომ იქ არ იყო ბატონი გრიგოლ გაგნიძე იგი ყოველთვის იდგა ადვოკატების უფლებების დაცვისთვის   მართალია, გრიგოლ გაგნიძე, მე დაუმსახურებლად მლანძღავს , მაგრამ მე არ შემიძლია ვთქვა მასზე  ტყუილი.

სტუდია „რეპორტიორთან“ ინტერვიუში მარიანა  იველაშვილის  დედამ   ადვოკატმა მანანა იველაშვილმა განაცხადა,  რომ  „მე და შალვა ხაჭაპურიძე მივმართავდით ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას  ვიყავი პარლამენტში დაიწყეს ჟურნალისტური გამოძიება, რომელსაც მარიამ შერმანდინი ატარებდა,  ზაზა ხატიაშვილი ამ საქმეში მაშინ ჩაერთო როდესაც ჟურნალისტი მარიამ შერმანდინი ჟურნალისტურ გამოძიებას ატარებდა .

მე მიკვირს რაში სჭირდება მანანა იველაშვილს ასეთი ტყუილების მოგონება .

მე მინდა ჟურნალისტებს  მოგიყვეთ ფაქტები, მარიანა იველაშვილის გათავისუფლების   თაობაზე, რომელიც არასოდეს არ  მითქვამს, ვინაიდან არ მიყვარს ჩემს თავზე საუბარი. ზაზა ხატიაშვილი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ  ამირჩიეს  2009  წლის  27 დეკემბერს.    ჩემმა მეგობარმა   ცნობილმა  ადვოკატმა  შალვა ხაჭაპურიძემ მთხოვა, ერთ ადვოკატს ვიცავ სააპელაციო სასამართლოში 2009 წლის 29 დეკემბერს იწყება მისი საქმე და იქნებ დაგვეხმაროო.  მივედი სააპელაციო სასამართლოში შემეცოდა 23 წლის გოგონა და დავიწყე მისი საქმის შესწავლა.   დავესწარი ყველა სასამართლო  პროცესს და გადავწყვიტე მებრძოლა  მისი გათავისუფლებისთვის. მინდა ავღნიშნო, რომ  მარიანა  სანამ მე გავხდებოდი თავმჯდომარე იყო პატიმრობაში 1 წლის განმავლობაში და არავიან არ იცოდა ადვოკატთა ასოციაციაში მისი საქმე,   ვიმეორებ არც მარიანას  არც მის დედას არ მიუმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გთხოვთ  ჟურნალისტებს რომ დარწმუნდეთ დედა შვილის  სიმართლეში  სთხოვოთ მანანა იველაშვილს გაჩვენოთ ერთი განცხადება რომლითაც მან მიმათა ევროპის ადვოკატთა ასოციაციის და სამართლის საბჭოს  ან   ევროპის   ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიას, ასევე გთხოვთ გაადამაოწმოთ ეს  ინფორმაცია  ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძესთან . მე, ზაზა ხატიაშვილმა ვთხოვე  ჟურნალისტ ნინო ზურიაშვილს,  რომ დაინტერესებულიყო ამ  საქმით.  როდესაც სტუდია „მონიტორმა“  გადაიღო   ფილმი მარიანას პატიმრობის თაობაზე, მე ვთხოვე ნინო ზურიაშვილს ფილმზე  ინგლისური ტიტრების დადება. შემდეგ მივედი ვახტანგ კომახიძის შვილთან  უტა კომახიძესთან და ჩავაწერინე 30 ფილმი.   2010 წლის 26 ივნისს ეს ფილმი წავიღე პარიზში (სადაც აღინიშნებოდა   პარიზის ადვოკატურის 200 წლისთავი)  ადვოკატებს იუნესკოს ოფისში, იქვე დავურიგე  ამ ფილმის  ეგზემპლარები.  სწორედ მაშინ დაინტერესდნენ  მარიანა იველაშვილის პატიმრობით ევროპელი ადვოკატები, მე ჩემს ყველა სიტყვაზე ვაგებ პასუხს შეგიძლიათ  ჟურნალისტებმა გადაამოწმოთ    თითოეული ჩემი სიტყვა.   2010 წლის  10 სექტემბერს შვეიცარიაში ქალაქ ბაზელში, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის და სამართლის საბჭოს  აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე  სადაც ვიყავით მე და დავით ასათიანი  დავაყენე საკითხი მარიანა იველაშვილის პატიმრობის თაობაზე, 2010  წლის  22 ნოემბერს   ჩამოვიყვანე   თბილისში   ევროპის   ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორია, რომელმაც დადო დასკვნა ქართველ ადვოკატთა ინსტიტუციონალურ  დევნაზე,  რაც იყო სააკაშვილის რეჟიმისთვის შოკი. შევხვდი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს  თომას ჰამერბერგს,  რომელსაც ვთხოვე მარია იველაშვილის  და პატიმრობაში მყოფი ადვოკატების გათავისუფლებაში დახმარება.  2011 წლის 3 მარტს ვენაში, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის და სამართლის საბჭოს  აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე  ვთხოვე  ევროპის ადვოკატთა ასოციაციის და სამართლის საბჭოს  ხელმძღვანელებს დამხმარეობდნენ ქართველ ადვოკატთა დევნის შეწყვეტაში.  უნდა ავღნიშნო,  რომ   პარიზში, ვენაში და ბაზელში მე ვიყავი ჩემი პირადი ხარჯებით,  რათა მივხმარებოდი ჩემს კოლეგებს. ჩემი პარიზში ვიზიტის შემდეგ,  მე ვთხოვე საფრანგეთის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტს  ეთხოვა საქართველოს პრეზიდენტისთვის მარიანა იველაშვილის შეწყალება, ვინაიდან ჩემმა თხოვნამ გაჭრა  საფრანგეთის საელჩოში დაგვიბარეს მე და შალვა ხაჭაპურიძე და ელჩი პირადად დაინტერესდა მარიანა  იველაშვილის საქმის დეტელებით.   2011 წლის 29 სექტემბერს,    ქ.თბილისში ჩამობრძანდნენ ევროპის ადვოკატთა ასოციაციის და სამართლის საბჭოს  აღმასრულებელი  კომიტეტის თავმჯდომარე   რუპერტ კუზი და ევროპის ადვოკატთა ასოციაციის   და სამართლის საბჭოს    დღევანდელი პირველი ვიცე -პრეზიდენტი მარია სლაზაკი, რომლებიც შეხვდნენ    იუსტიციის მინისტრის  პირველ მოადგილე თინა ბურჯალიანს და დეპარტამენტის უფროსს   ოთარ კახიძეს. (ოთარ კახიძემ რომელიც არის  ვანო მერაბიშვილის ადვოკატი შეუძლლია დაადასტუროს ეს ფაქტი) მაშინ  რუპერტ კრუზმა და მარია სლაზაკმა სთხოვეს საქართველოს ხელისუფელბას მარიანა იველაშვილის შეწყალება.  აღნიშნულის შემდეგ,  რუპერტ კრუზი კიდევ  შეხვდა იუსტიციის მინისტრის  პირველ მოადგილე თინა ბურჯალიანს   და   იუსტიციის მინისტრის  მოადგილე ოთარ კახიძეს. შეხვედრას   ესწრებოდნენ   ადვოკატთა ასოციაციის   წარმომადგენლები  ნათია ჩირიკაშვილი( დღევანდელი იუსტიციის მინისტრის მრჩეველი)  და ცნობილი ადვოკატი  დავით ასათიანი.   აღნიშნულის  შემდეგ,  მიხეილ სააკაშვილმა მარიანა იველაშვილი  შეიწყალა.  დღეს, ნიკოლოზ მჟავანაძემ, მარიანა იველაშვილმა და მანანა იველაშვილმა როგორც იქნა გაიგეს როგორ მოხდა მარიანას შეწყალება პრეზიდენტის მხრიდან და იმედია აღარ იმარჩიელებენ , რომ სარკოზიმ დაურეკა სააკაშვილს და შეიწყალეს იველაშვილი რაც ღიმილის  მომგვრელია. მარიანა იველაშვილის შეწყალება არის რუპერტ კრუზის ,  მარია სლაზაკის  და  ფრანგი ადვოკატების  მარკ ჟობერის და  ანა სოლელიაკის  დამსახურება.

და ბოლოს რაც შეეეხება სტრასბურგში შეტანილ საჩივარს .

როდესაც მე დავინტერესდი ამ საქმით,  როგორც ავღნიშნე მარიანას პატიმრობიდან გასული  იყო 1 წელზე მეტი, ელემემტარულად  მარიანა იველაშვილის პატიმრობის ერთი წლის განმავლობაში  მანანა იველაშვილს განცხადება არ ჰქონდა დაწერილი ადვოკატთა ასოციაციაში მისი შვილის უკანონო პატიმრობის თაობაზე.   დავიბარე იველაშვილის   დედა   მანანა იველაშვილი  და ვუთხარი, რომ რატომ არ გაასაჩივრეს მარიანა იველაშვილის წინასწარი პატიმრობა  სტრასბურგის  ადამიანის უფლებათა სასამართლოში. მანანა  იველაშვილმა მითხრა ეგ ადვოკატ ზაზა გიგაურის ბრალიაო მან არ  დაწერა საჩივარი   სტრასბურგის  ადამიანის უფლებათა სასამართლოში. აღნიშნულის შემდეგ  დავურეკე მარიანას   მეორე   ადვოკატს ბატონ ზაზა გიგაურს   იგივე თხოვნით , ბატონი   გიგაური გამოდგა წესიერი ადამიანი და მითხრა ბატონო ზაზა ივლელაშვილები პროკურატურასთან  აწარმოებდნენ    საპროცესოსო  შეთანხმებაზე დაილოგს   და  ამიკრძალეს  თბილისის სააპელაციო სასამართლოში აღკვეთი ღონისძიების გასაჩივრებაო. აღნიშნულით დგინდება, რომ მარიანა  იველაშვილს უნდოდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება. მარიანა იველაშვილს   საკუთარმა დედამ არ გაუსაჩივრა აღკვეთი ღონისძიება  სააპელაციო სასამართლოში და ახლა  მე  მაბრალებენ.  ადვოაკატები  ვინც სტრასბურგის სასამართლოს საქმეებზე მუშაობენ ყველამ იცის,  რომ კონვენციის 5 მუხლის გასაჩივრების ვადა არის 6 თვე პატმრობის შეფარდების მომენტიდან.  მე მარიანა   იველაშვილის   არსებობის შესახებ გავიგე მისი პატიმრობიდან 1 წლის შემდეგ, როგორ უნდა დავხმარებოდი   წინასწარი პატიმრობის გასაჩივრებაში.  ბოლოს მინდა  ვისაუბრო მარიანა და მანანა იველაშვილების   კიედევ ერთ ტყუილაზე, რომელიც ეხება სტრასბურგის სასამართლოს.  მარიანა იველაშვილმა განაცხადა რეპოტიორთან ინტერვიუში  სტრასბურგის სასამართლოდან მივიღე წერილი ზაზა ხატიაშვილმა  არასწორად გამიგზავნა სარჩელიო.  საერთოდ ისტორიას არ ახსოვს სტრასბურგის სასამართლოს  მოეწეროს მხარისთვის რატომ არ გაასაჩივრა დამატებით სხვა მუხლები. მე გთხოვთ ჟურნალისტებს, სთხოვეთ მარიანა იველაშვილს წარმოგიდგინოთ სტრასბურგის სასამართლოდან  წერილი და კიდევ ერთხელ დარწმუნდებით მის  პიროვნებაში. სტრასბურგის სასამართლოს წერილს  უნდა   უნდა ჰქონდეს ნომერი და ხელს აწერდეს  სასამართლოს  სამდივნო.  მე, მარიანას საქმეზე დახმარება ვთხოვე  ევროპელ ადვოკატებს, შეიძლება ისინი ინტერესდებიან  მარიანას საქმით და როგოც სარკოზის მოწვევას და ადვოკატების მოწვევას ვერ არჩევს ერთმანეთისგან მარიანა იველაშვილი.  შეიძლება ადვოკატების წერილი მიიღო  ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს წერილად.  მე ვფიქრობ, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი.

მანანა იველაშვილი ბრალს მდებს, რომ მე  ზაზა ხატიაშვილი არ ვარ ჩასული გორში ადვოკატებთან შეხვედრაზე  და ეხლა იმიტომ ჩავედი, რომ მის შვილზე მეჭორავა.  შეუძლია შეეკითხოს გორის ადვოკატებს  რაზე ვიყავი გორში ჩასული. ადვოკატები მეჩხუბნენ იმის გამო, რომ მის შვილს ასე თავგამოდებით ვიცავდი. მე ვთხოვე გორის ადვოკატებს არ ეხსენებინათ მარიანა იველაშილი. მე, ადვოკატთა ასოციციის თავმჯდომარეს მომმართეს გორის ადვოკატებმა რომელსაც ხელს აწერდა 20 ადვოკატი, მათ შორის  მარიანა იველაშვილი,   უფასო იურიდულ სამსახურში შექმნილი პრობლემების გამო, ამიტომ ვალდებული ვიყავი ჩავსულიყავი და შევხვედროდი ჩემს კოლეგებს.  გორის ადვოკატებთან შეხვედრაზე ვიყავი მესამედ,  ერთხელ ჩემი ინიციატივით   როდესაც ეთიკის კოდექსში შედიოდა ცვლილებები, მეორედ მანანა იველაშვილის შვილის  მარიანა იველაშვილის გამო (სამარცხვინოა, რომ მანანა იველაშვილი განზრახ ამახინჯებს ფქტებს)  რომელმაც მთხოვა, რომ დავხმარებოდი ნასამართლობის მოხსნაში.  როდესაც მარიანა იველაშვილი შეიწყალა მიხეილ სააკაშვილმა მას ერთი წლის განმავლობაში   გორის სასამართლომ  ორჯერ  არ მოუხსნა ნასამართლობა . მარიანა იველაშვილმა დამირეკა და მთხოვა დავხმარებოდი ნასამარლობის მოხსნაში კვლავ შემეცოდა იველაშვილი  და მივწერე მსოფლიოს ადვოკატთა ასოციაციას აღეძრა შუამდომლობა  მარიანა იველაშვილისთვის  ნასამართლობის მოხდნის თაობაზე. ირლანდიის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა მიმართა გორის რაიონის სასამართლოს  თავმჯდომარეს ასევე გორის რაიონის სასამრთლოს   მივმართე მე და დავუდექი მარიანას თავდებში,  რაც გახდა საფუძველი მარიანა  იველაშვილის ნასამართლობის მოხსნისა. ჟურნალისტებს  შეგიძლიათ  გადაამოწმოთ ეს  ფაქტი  მარიანა იველაშვილთან, ვინაიდან ვერ მოიტყუება, რადგან  არსებობს  სასამართლოს ორი გადაწყვეტილება მარიანა იველაშვილის ნასამართლობის მოხსნზე   უარის  თქმის თაობაზე.  ისმის კითხვა, თუ ასეთი კარგი ურთიერთობა ჰქონდათ დედა შვილ იველაშვილებს  არასამთავრობი ორგანიზაციებთან  რატომ დასჭირდათ ზაზა ხატიაშვილის გორის სასამართლოში ჩასვლა მარიანა იველაშვილისთვის  ნასამართლობის მოხსნასთან დაკავშირებით. მარიანა იველაშვილმა რომელმაც თავისუფლებაში მყოფმა ჩემს გარეშე ვერ მოიხსნა ნასამართლობა და ერთმანეთისგან სავარაუდოდ ვერ ანსხვავებს  პრეზიდენტ სარკოზის და ადვოკატთა მოსაწვევ  წერილებს,   როგორ უნდა გადააყენოს  ადვოკატთა  80% ის მიერ არჩეული ასოციაციის თავმჯდომარე ?

ჩემს წინააღმდეგ გამოსული შეკოწიწებული ადვოკატები ბრალს მდებენ, რომ მე ვდევნი განსხვავებული აზრის მქონე ადვოკატებს.   ეტყობა მარიანა იველაშვილმა არ იცის ამ სიტყვის სრული მნიშვნელობა. იქნებ მიმითითოს ერთ ფაქტზე, როდესც მე დავურეკე რომელიმე ადვოკატს და დავემუქრე ან ვუჩივლე მათი ცილისწამებლური განხაცხადებების გამო  ეთიკის კომისიაში.  მე მინდა მათ  იცოდნენ, რომ ზაზა ხატიაშვილი არ არის ის კაცი თავის კოლეგას ეთიკის კომისაში უჩივლოს .  

მანანა იველაშვილი მე მაბრალებს , რომ მე  ვიყავი ნაციონალი. პირდაპირ ალოგიკურია მისი განცხადება,  ინტერვიუში იგი განმარტავს  ყოველ დღე მივდიოდი ზაზა ხატიაშვილთან დახმარების მიზნით, მე  თუ ნაციონალი ვიყავი, რა უნდოდა ჩემთან. ჟურნალისტებმა თვითონ შეაფასეთ. ასევე,  რა უნდოდა ჩემთან ყოველ დღე,  ხომ ამბობს მე და შალვა ხაჭაპურიძე  მივმართავდით  საერთაშორისო ორგანიზაციებს და არა ზაზა ხატიაშვილსო. მე მინდა მანანა ივლაშვილის   შევახსენო,   რომ  მისი  შვილი მარიანა ივლაშვილისგან განსხვავებით,  მე არასდროს ვყოფილვარ  ,,კმარას“ წევრი, ,,კმარას“ ვინც აფინანსებდა ეს იცის მთელმა საქართველომ ამიტომ,  ნაციონალები მანანა იველაშვილმა სახლში ეძებოს.  

ბოლოს იველაშვილის თემა, რომ დავამთავრო ვიტყვი,  რომ ვინც მარიანა იველაშვილს  დაეხმარა თითქმის ყველას უჩივლა მე როგორ  გადამიხადა სამაგიერო ყველა ხედავთ, პატიმრობიდან რომ გათავისუფლდა ეთიკის კომისიაში უჩივლა ადვოკატ ზაზა გიგაურს რომელიც მარიანას დაკავების დღიდან იცავდა.  

 

კიდევ ერთი ადვოკატი, რომელმაც ,,რეპორტიორში“ პრესკონფერენცია ჩაატარა ბრძანდება ადვოკატი  ლეილა არხოშაშვილი მან განცხადა, რომ არ არსებობს კომუნიკაცია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესა და ადვოკატებს შორის , არ ვხვდები  ადვოკატებს, როდესც   ჩემი კაბინეტის კარს შემოაღბენ     მე თურმე შეურაცხყოფას ვაყენებ  ადვოკატებს.  არ  არსებობს  ჩემი ტელეფონი რომელიც სულ გამორთულია .   მე მინდა ვთხოვო ლელა არხოშაშვილს დამისახელოს ერთი ადვოკატი რომელიც მე არ მივიღე და გამოვაგდე ჩემი ოთახიდან. ვინაიდან ახალმა ხელისუფლებამ დაიწყო ადვოკატების დევნა  2013 წლის 16 დეკემბერს ადვოკატთა ასოციაციის ვებ– გვერდზე gba.ge გამოქვეყნდა ჩემი განცხადება,  სადაც მივმართე ადვოკატთა კორპუსს , რომ თუ მოხდებოდა მათი უფლებების დარღვევა დამკავშირებოდნენ დაუყოვნებლივ პირადად ან დაერეკათ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის  თანაშემწისათვის გამოვაქვეყნე ორი ტელეფონის ნომერი.  შეგიძლიათ ჟურნალისტებს შეხვიდეთ ადვოკატთა ასოციაციის ვებ– გვერდზე და შაემოწმოთ ჩემი ინფორმაცია. ლეილა არხოშაშვილი  მე ბრალს მდებს, რომ   ადვოკატთა ასოციაციის ვებ–გვერდზე gba.ge არ არის მითითებული ადვოკატების ტელეფონის ნომრები.  ლეილა არხოშაშვილმა   უნდა იცოდეს ,რომ ადვოკატების  ტელეფონის ნომრები არ არის საჯარო ინფორმაცია. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება,  რომ  არავის არ შეიძლება  მიეცეს ადვოკატთა პირადი ნომრები.   და ბოლოს, მინდა ავღნიშნო, რომ  ლეილა არხოშაშვილმა 2013 წლის 17 მაისს  განცხადებით მომართა ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს და ითხოვა მონაწილეობის მიღება  აღმასრულებელი საბჭოს მიერ გამოცხადებულ  კონკურსში საქართველოს იუსტიციის საბჭოში კანდიდატების წარდგენის მიზნით.  აღმასრულებელი საბჭოს მიერ არ მოხდა  ლეილა არხოშაშვილის კანდიდატურის წარდგენა რადგან გაიმარჯვეს სხვა ადვოკატებმა ლეილა არხოშაშვილმა განაწყებულმა   დამიწყო ჩხუბი , რომ მე  დავბლოკე იგი , მე მას ავუხსენი, რომ მე არ ვიყავი არფერ შუაში და გადაწყვეტილება მიიღო აღმასრულელმა საბჭომ არჩევნების გზით. მაგრამ ეტყობა არ დამიჯერა . გავიდა დრო და ლეილა არხოშაშვილმა  ჩაატარა პრესკონფერენცია და დამაბრალა ისეთი რამეები, რომელიც არ შეიძლება მომხდარიყო. მე მიცნობს ადვოკატთა კორპუსი, რაც თავმჯდომარე ვარ დავხმარებივარ 300- მდე  ადვოკატს.  რომ გავიგებ,  რომ ადვოკატს უჭირს მივდივარ გარდაბანში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში. მარიანა იველაშვილის  და დაპატიმრებული ადვოკატების  გამო ვიყავი პარიზში,  ბაზელში  და ვენაში   ჩემი ხარჯებით, რომ უკანონოდ დაკავებული ადვოკატები გამეთავისუფლებინა.  ჩემზე დაბრალება,  რომ მე ადვოკატებს არ ვხვდები არის სამარცხვინო განცხადება. აქვე განვმარტავ,  რომ ლეილა არხოშაშვილი სააკაშვილის რეჟიმის პირობებში იყო დუშეთის რაიონის სასამართლოს   მოსამართლე და იგი  თანამდებობიდან გათავისუფლდა   2009 წლის 1 ოქტომბერს ვადის გასვლის გამო. ჟურანლისტებს მინდა  განგიმარტოთ, რომ  ადვოკატები რომლებიც მე ბრალდს მდებენ, რომ მე ზაზა ხატიაშვილი რატომ ვიღებ ადვოკატთა ასოციაციაში  ყოფილ  სამართალდამცავი სტურქტურების მუშაკებს, განვმარტავ, რომ ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანება ხდება  ადვოკატთა კანონის საფუძველზე   აღმასრულებელი საბჭოს მიერ და მე  არც ერთი ადვოკატობის მსურველის გაწევრიანებაზე უარის თქმის  უფლება არ მაქვს.  ჩემს წინააღმდეგ ბრალდებით გამოსული ადვოკატები  ნიკოლოზ მჟავანაძე  იყო პროკურატურის მუშაკი, ხოლო გირიგოლ გაგნიძე  მუშაობდა დაახლოებით 8 წლი უშიშროების ორგანოებში.   მათი ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ ესენიც არ უნდა იყვნენ ადვოკატთა რიგებში.

პატივცემულო ,,რეპორტიორის“ ჟურნალისტებო გთხოვთ გადაამოწმოთ ჩემს ღია წერილში მოყვანილი ფაქტები და მე თუ რომელიმე ერთ  ფაქტში მაინც გამოვალ მტყუანი მაშინ მზად ვარ ბოდიში მოვიხადო თქვენს წინაშე.

 

 

დიდი პატივისცემით ზაზა ხატიაშვილი

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი