ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადება !!!

1 ივნისი 2018

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ყურადღებით აკვირდება ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის სამართალწარმოების პროცესში ადვოკატების მონაწილეობას და მისასალმებელია, რომ მათ, გარდა მცირედი ინციდენტებისა, თავისუფალ რეჟიმში ჰქონდათ შესაძლებლობა კვალიფიციურად განეხორციელებინათ თავიანთი პროფესიული მოვალეობები. აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ მიუხედავად სისხლის სამართლის საქმის სენსიტიურობისა, ადვოკატების თავიანთ კლიენტებთან იდენტიფიცირებას და მათ მიმართ რაიმე სახის აგრესიას დაზარალებული მხარის თუ საზოგადოებრივი აზრის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

                                                                                 

დადებითად ვაფასებთ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დამატებითი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების გადაწყვეტილებას, რომელიც მშვიდ სამართლებრივ სივრცეში უნდა გაგრძელდეს და იმედს ვიტოვებთ, რომ ამ პროცესში მონაწილე ადვოკატებს კვლავაც მიეცემათ შესაძლებლობა შეუზღუდავად და ყველანაირი ჩარევის გარეშე განახორციელონ თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფი პირების ეფექტიანი იურიდიული დახმარება.

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი