ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ჯანაშიასა და მისი 8 კაციანი ჯგუფის მოთხოვნა, თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურის ჩატარების აკრძალვისა და არჩევნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მოქმედების შეჩერების თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ ცხადი გახადა 9 დეკემბერს გამართული არჩევნების ლეგიტიმურობა, რაც არაერთხელ დადასტურდა სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და ხმის დამთვლელი კომისიის მხრიდანაც.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აგრძელებს არჩევნების ლეგიტიმურ პროცესს და მოუწოდებს ყველა ადვოკატს აქტიური მონაწილეობა მიიღოს ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურში, რომელიც გაიმართება სპორტის სასახლეში (მის. 26 მაისის მოედანი N1), 23 დეკემბერს; მონაწილეთა რეგისტრაცია 12:00-15:00 სთ.