ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადება დეკანოზ მამალაძის ადვოკატების ზეწოლასთან დაკავშირებით

7 ოქტომბერი 2017

შეშფოთებას გამოვთქვამთ მთავარი პროკურატურის მხრიდან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე,დეკანოზ მამალაძის ბრალდების საქმეზე, ადვოკატების მიმართ ბოლო დროს განხორციელებულ მოქმედებებთან დაკავშირებით. კერძოდ:

როგორც ჩვენთვის ცნობილია,თბილისის პროკურატურაში დაწყებულია გამოძება  ზემოაღნიშნულ  სისხლის სამართლის საქმის მასალების (აუდიო ოქმების) მედიაში გახმაურების  ფაქტზე.

პროკურატურის მხრიდან  გამოძიების დაწყება სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე  მუხლით, რომელიც ითვალისწინებს -       ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მასალების ან გამოძიების მონაცემის გახმაურებასიმ პირის მიერ, ვინც კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო მისი გახმაურების აკრძალვის შესახებ“ და გამოძიების საწყის ეტაპზევე საქმეში მონაწილე ადვოკატების დაკითხვაზე მოწმედ გამოძახება პირდაპირ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ პროკურატურა, რაიმე ობიექტური და სრული გამოძიების ჩატარების გარეშე,  ზემოაღნიშნული საქმის მასალების გამჟღავნების მთავარ ვერსიად აპრიორი განიხილავს  ამ მასალების ადვოკატების მიერ  გახმაურების ფაქტს.

პროკურატურის მხრიდან განხორციელებული ზემოაღნიშნული საპროცესო მოქმედებები, იმ დროს როცა ადვოკატებს თავიდანვე ჰქონდათ აკრძალული საქმეზე ინფორმაციის გახმაურება, ხოლო პროკურატურის მხრიდან ადგილი ჰქონდა ამ საქმის მასალების მასმედიის საშუალებებით არაერთხელ გასაჯაროებას, შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დაცვის მხარის მიმართ პროფესიული საქმიანობის განხორციელებისათვის ხელშეშლა და გარკვეული არამართლზომიერი ზეგავლენა, რომელიც ხორციელდება პროკურატურის ხელთ არსებული საპროცესო შესაძლებლობების გამოყენებით, რაც ეწინააღმდეგება მხარეთა თანასწორობის პრინციპს და მართლმსაჯულების ინტერესებს.

გვინდა ყველას ნათლად  შევახსენოთ, რომ არ შეიძლება ადვოკატი მოწმედ დაიკითხოს იმ საქმეზე, რომელზეც ის მონაწილეობდა როგორც ადვოკატი (ადვოკატთა შესახებ კანონის 38.3 მუხლი; სსსკ 50-ე მუხლი), ასევე კონფიდენციალურია ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც ადვოკატმა მიიღო კლიენტისაგან ან/და მისთვის ცნობილი გახდა პროფესიული საქმიანობის განხორციელების დროს(ადვოკატთა შესახებ კანონის 38.6 მუხლი და ადვოკატთა ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლი).

ამასთან, გაეროს ძირითადი პრინციპები ადვოკატთა როლის შესახებ მე-16 მუხლის თანახმად სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, რათა უზრუნველყოს ადვოკატების მიერ თავიანთი პროფესიული ფუნქციებისგანხორციელება. დაშინების, დაბრკოლების, ღირესების შელახვის და არასათანადო ჩარევის გარეშე

მოვუწოდებთ ქვეყნის ხელისუფლებას და პროკურატურას გაიაზრონ კანონმდებლობით და საერთაშორისო რეგულაციებით მათზე დაკისრებული ვალდებულებები და უზრუნველყონ ადვოკატების მიერ პროფესიული საქმიანობის წარმართვა ზეწოლისა თუ რაიმე სახის უკანონო ჩარევის გარეშე.

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი