ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ქუთაისელ ადვოკატებთან შეხვედრები გამართა და მიმდინარე რეფორმები გააცნო

22 აპრილი 2016

22 აპრილს ადვოკატთა ასოციაციის ქუთაისის წარმომადგენლობაში ზაზა ხატიაშვილმა და ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანმა დავით ასათიანმა ადვოკატებთან შეხვედრები გამართეს. სადაც, ადვოკატთა ასოციაციაში განხორციელებული პროექტების ეფექტურობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ  პროფესიული განვითარება და ინსტიტუციური გაძლიერება  ასოციაციის მთავარ გამოწვევად რჩება. შეხვედრაზე, ზაზა ხატიაშვილმა  აღნიშნა, რომ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია იწყებს საქართველოში  ადვოკატის  პროფესიაში შემოსვლის  სტანდარტების დახვეწას და  ადვოკატობის მსურველებისთვის პროფესიაში შემოსვლის  სტაჟირების სისტემის  ევროპულ სტანდარტებამდე  მაქსიმალურად მიახლოვებას. სავალდებულო სტაჟირების სისტემა გულისხმობს, ადვოკატის პროფესიაში შემოსვლის მსურველის სასწავლო  და პრაქტიკული კურსის გავლის გზით პროფესიულ უნარ–ჩვევებში მომზადებას. სავალდებულო სტაჟირების სისტემის მიზანია, საადვოკატო საქმიანობის პრაქტიკული ცოდნისა და უნარ–ჩვევების მქონე  პირის პროფესიაში მიღება. სისტემა უნდა ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან“.

 

 დავით ასათიანმა ადვოკატის სკოლის შექმნის პრიორიტეტებზე,  საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების დახმარებაზე და მხარდაჭერაზე ისაუბრა: ,,ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულელ საბჭოს სურვილია,  საქართველოში   ადვოკატის სკოლა შეიქმნას, რომელსაც ადვოკატის გამოცდის ჩაბარების შემდეგ, ადვოკატობის მსურველი ყველა პირი გაივლის.    ადვოკატი  საერთაშორისო სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს,  რათა ნებისმიერი მოქალაქე კვალიფიციური საადვოკატო  მომსახურებით იყოს დაცული.   აღნიშნული რეფორმა მიმდინარეობს „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ ინიციატივით და მხარდაჭერილია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტის  და ევროპის საბჭოს და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერა“ მიერ“.

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი