ადვოკატთა ასოციაციის გუნდს გიორგი ჭეხანი შემოუერთდა

1 თებერვალი 2018

გიორგი ჭეხანი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა. მას განათლება გაერთიანებულ სამეფოში - ოქსფორდისა და მანჩესტერის უნივერსიტეტში - აქვს მიღებული.

 

აქამდე, იგი იუსიტიციის უმაღლესი სკოლის ადმინისტრაციის უფროსის პოზიციაზე მუშაობდა და საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი იყო გაეროში. გიორგის გამოცდილება საქართველოს უზენაეს სასამართლოში მთავარ კონსულტანტად და საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მრჩეველად მუშაობასაც მოიცავს.

 

გადაწყვეტილება გიორგი ჭეხანის დანიშვნის თაობაზე მიღებულ იქნა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი