ადვოკატთა ასოციაცია მინდელის შახტაში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება

6 აპრილი 2018

ადვოკატთა ასოციაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის გამო, სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილების ოჯახებს და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს. ამასთან, ადვოკატთა ასოციაცია დაზარალებულ ოჯახებს სთავაზობს სამართლებრივ დახმარებას თუკი მათ აღნიშნულის საჭიროება ექნებათ.

 

2018 წლის 5 აპრილს, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტას კიდევ 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2017 წლის 9 მაისს ამავე შახტაში მუშაობას 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ბოლო 2 წლის განმავლობაში აღნიშნულ შახტებსა და მაღაროებში13 ადამიანი გარდაიცვალა. აღნიშნული სტატისტიკა საგანგაშოა და ამიტომ, აუცილებელელია მოხდეს შახტასა და მაღაროში არსებული სამუშაო პირობების შესწავლა, შრომისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და პასუხისმგებელი პირების გამოვლენა. 

 

მართალია, კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ფორმალურად მიღებულ იქნა 2018 წლის 7 მარტს, თუმცა, დღეს მოქმედი რედაქციით კანონი არაეფექტურია და მხოლოდ ფორმალური დატვირთვა აქვს. კერძოდ, კანონი ვერ უზრუნველყოფს სათანადო უფლებამოსილებით შრომის ინსპექტორებს, რათა დარღვევის დადგენის შემთხვევაში, გამოიყენონ რაიმე სანქცია კანონდამრღვევის მიმართ ან შეაჩერონ საწარმოო პროცესი, ვინაიდან იმ ნორმების ამოქმედება, რომელიც სანქცირების უფლებას ანიჭებს ინსპექტორებს გადავადებულია გარკვეული პერიოდით. ამასთანავე, მოქმედი კანონი მნიშვნელოვნად ზღუდავს კანონის მოქმედების სფეროსა და ინსპექტორების უფლებამოსილების ფარგლებს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატთა ასოციაციას მიაჩნია, რომ აუცილებელია მიღებულ იქნეს მაქსიმალური ზომები შრომის უსაფრთხოების სფეროში ეფექტიანი კანონმდებლობის შესაქმენელად და ამასთან მოახდეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N 81 კონვენციის „შრომის ინსპექციის“ რატიფიკაცია იმ მიზნით, რომ დაცული იყოს თითოეული ადამიანის სიცოცხლე და უსაფრთხოება.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი