სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ ბ-მა ზურაბ როსტიაშვილმა. სისხლის სამართლის კომიტეტის წევრებმა იმსჯელეს სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრულყოფასა და მათი შესაბამისობაში მოყვანაზე სხვა კანონებთან, რა მიზნითაც გადაწყდა კომიტეტის მიერ შემუშავებულ იქნეს შესაბამისი რეკომენდაციები.
კომიტეტის თავმჯდომარემ დააყენა წინადადება კომიტეტის ფარგლებში დროებითი სამუშაო ჯგუფების შექმნის თაობაზე, სისხლის სამართლის სფეროში არსებული ხარვეზების გამოვლენისა და არსებული მდგომარეობის ანალიზის მიზნით.
კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, არსებული ამოცანებისა და ფუნქციების ეფექტური შესრულების მიზნით, კომიტეტის ფარგლებში შეიქმნა 3 სამუშაო ჯგუფი.