დღეს, ადვოკატთა ასოციაციის ეგიდით, საერთაშორისო პარტნიორული ურთიერთობების და მხარდაჭერის ფარგლებში, თურქულენოვან და მონათესავე ქვეყნების ადვოკატთა გაერთიანებების (TURK-AV) აღმასრულებელი საბჭოს სხდომა გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილებოდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მოცემული ორგანიზაციის წევრად რუსეთის ფედერაციის ადვოკატთა ასოციაციის მიიღება და ორგანიზაციის შემდეგომი განვითარება და გაფართოვება. სხდომას, თურქეთის ადვოკატთა ასოციაციების გაერთიანების პრეზიდენტი, მეტინ ფეიზოღლუ უძღვებოდა, რომელმაც ამავე დღეს, ქართველი ადვოკატებისათვის გამართა საჯარო ლექცია თემაზე-„ადვოკატებისა და ადვოკატთა ასოციაციების როლი სამართლის უზენაესობის შენების პროცესში“.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანარ ბაგიროვი, თურქეთის, რუსეთისა და ყაზახეთის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები. ამავე დღეს გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანის ადვოკატთა ასოციაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
TURK-AV აერთიანებს საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და აზიის 10-ზე მეტი ქვეყნის ადვოკატთა ასოციაციას და მილიონზე მეტ ადვოკატს. როგორც ცნობილია, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი მოცემული გაერთიანების ვიცე-პრეზიდენტი და აღმასრულებელი საბჭოს წევრია.