ადვოკატებმა, მოსამართლეებმა და პროკურორებმა აქტუალურ თემებზე იმსჯელეს

22 მარტი 2017

22 მარტს სასტუმროში ,,რუმსი“ სამუშაო შეხვედრა  გაიმართა, რომელიც  ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გაზრდილ იურისდიქციას,  არსებულ გამოცდილებას და გამოწვევებს ეხებოდა. 

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ კრისტიან ურსე საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი, პიტერ დენისი ატაშე, იუსტიციის პროგრამის მენეჯერი, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში,  დავით ასათიანი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობის მდივანი, გიორგი გოგაძე  საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე.

ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა დათუნა მოდებაძემ წარმოადგინა პრეზენტაცია- ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველოში არსებული გამოცდილება და გამოწვევები. ასევე გაიმართა მსჯელობა თემებზე: ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ჭრილში, მოსამართლის როლი ნაფის მსაჯულთა სასამართლოში ევროპაში,  ნაფიც მსაჯულთა სასამართლო - ამერიკული გამოცდილება. 

დისკუსიაში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის წევრებმა, საქართველოს პროკურატურის და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს.

 

შეხვედრა ორგანიზებული იყო ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ მიერ.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი