19 მარტს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა, ეთიკის
კომისიის წევრებმა და ადვოკატთა ასოციაციის აპარატის თანამშრომლებმა დაუნის
სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებულ საინფორმაციო კამპანიაში მიიღეს
მონაწილეობა.
21 მარტი 2011 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, დაუნის სინდრომის
საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის
ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ
შორის, საქართველოში.