ადამიანის უფლებათა ცენტრი ადვოკატებს კვლევაში მონაწილეობას სთხოვს

29 ნოემბერი 2016

არასამთავრობო ორგანიზაცია, ადამიანის უფლებათა ცენტრი იკვლევს მოწმის დაკითხვის ახალი წესის პრაქტიკული განხორციელების საკითხებს, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით. 

 

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მოწმის დაკითხვის ახალი წესის გამჭვირვალე და ეფექტურ ფუნქციონირებას. კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია ადვოკატთა ინტერვიურირება ახალი წესის პრაქტიკაში გამოყენებისა და მისი დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ. 

 

ადამიანის უფლებათა ცენტრი თხოვნით მიმართავს ადვოკატებს, მსგავსი პრაქტიკის არსებობის შემთხვევაში, პროექტის მკვლევარებს გამოუყონ 40-45 წთ სამუშაო გრაფიკიდან, კვლევისათვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად. 

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია (ელ. ფოსტა და ტელ. ნომერი) მიაწოდოთ ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებს შემდეგ ელ.ფოსტაზე: hridc@hridc.org. დაინტერესებულ ადვოკატებს ორგანიზაციის მკვლევარები თავად დაუკავშირდებიან.

 

სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი