სისხლის სამართლის კომიტეტი
კომიტეტის მიზანია:
(ა) ხელი შეუწყოს იურიდიული პროფესიის ჩართულობას სისხლის სამართლის კანონმდებლობის სრულყოფის პროცესში;
(ბ) ხელი შეუწყოს ხარისხიანი სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და სისხლის სამართალწარმოების საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრებას;
(გ) საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარებისთვის პოლიტიკის შემუშავებასა თუ სხვა შესაბამის პროცესებში ადვოკატთა ასოციაციის აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა;
(დ) წაახალისოს ადვოკატთა პროფესიული განვითარება სისხლის სამართლის მიმართულებით.