სოფიო სოხაძე

კომიტეტის თანა-თავმჯდომარე

აქვს იურისტად მუშაობის 18 წლიანი გამოცდილება, როგორც კერძო ისე სჯარო სექტორში სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს, როგორც უფლებადაცვით საქმიანობას და პირთა კონსულტირებას, ისე კანონშემოქმედებით, საექსპერტო საქმიანობას და სტრატეგიულ სამართალწარმოებას. ამ პერიოდის განმავლობაში მის მიერ ნაწარმოები საქმეები ძირითადად ეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიც არის: იურიდიული პირთა საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა (წესდების, საპარტნიორო შეთანხმების და სხვა კორპორაციული დოკუმენტების შედგენა/მოდიფიცირება) სამშენებლო პროცესის სამართლებრივი უზრუნველყოფა დაგეგმვის ეტაპიდან მის საბოლოო დასრულებამდე, სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებების, მათ შორის შრომითი ხელშეკრულებების, პროექტების მომზადება/ექსპერტიზა/კორექტირება და/ან მოლაპარაკებებში მონაწილეობა, საკანონმდებლო და/ან კანონქვემდებარე აქტების პროექტების მომზადება/ექსპერტიზა, სასამართლო პრაქტიკის შესწავლა ანალიზი, ადგილობრივი თვითმმართველობის, მართლმსაჯულებისა და სამშენებლო სამართლის მნიშვნელოვან საკითხებზე კვლევების ჩატარება, ტრენინგის მოდულების შემუშავება და მათი ჩატარების უზრუნველყოფა.

ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალობით, პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები და არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი (დამფუძნებელი) 2006 წლიდან საერთო სპეციალობით. ამასთან 2019 წლის თებერვლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მართლმსაჯულებისა და სასამართლო რეფორმის კომიტეტის წევრი.

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი