სალომე ბეჟაშვილი
კომიტეტის თავმჯდომარე
BBK – Business and law სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი, დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. ახორციელებს კერძო იურიდიულ, საადვოკატო და სამედიაციო პრაქტიკას, უწევს რა შესაბამის მომსახურებას საქართველოს და უცხო ქვეყნის რეზიდენტებს.
სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტში, ფლობს მაგისტრის ხარისხს სამართალმცოდნეობაში.
2020 წლიდან არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურების მედიატორი;
2019 წელი - საქართველოს მედიატორთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი;
2019 წლიდან მცხეთის რაიონული სასამართლოს მედიატორი;
2019 წლიდან 2021 წლის ჩათვლით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მედიაციისა და არბიტრაჟის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე;
2016 წლიდან - ა(ა)იპ საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის იურიდიული სამსახურის უფროსი.
2015 – 2016 წლებში - ა(ა)იპ ევროპის ახალგარზდული მძლეოსნობის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსი.
2014 - 2015 წლებში იყო ა(ა)იპ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისი 2015-ს საორგანიზაციო კომიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსი;
2012 და 2014 წლამდე იყო საქართველოს მთავრობის ადმინიტრაციის (საქართველოს მთავრობის კანცელარია) იურიდიული სამსახურის მრჩეველი, მოგვიანებით ამავე უწყებაში პრეზიდენტთან და პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის იურიდიული მრჩეველი;
2010 – 2012 წლებში იგი მუშაობდა შპს „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები“ - იურისტი.
ახორციელებს კერძო საადვოკატო პრაქტიკას.
ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.