საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიაში 2013 წლიდან მოქმედებს მომსახურება მხოლოდ ადვოკატებისთვის - ადვოკატთა პროფესიული ეთიკის საკითხებზე რეკომენდაციათა გაცემის მიზნით.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მოქმედ წევრებს ადვოკატთა პროფესიული ეთიკის საკითხებზე ჰიპოთეტური შეკითხვის დასმით, რეკომენდაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი სახით: დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე - 2 200 262 ან მოგვწეროთ წერილობით ფოსტით (თბილისი, თ. ვირსალაძის 1-ლი ჩიხი, N1) ან ელექტრონული ფოსტით მისამართზე: opinion@gba.ge
შეკითხვა უნდა აღწერდეს ჰიპოთეტურ ფაქტებს, შესაძლო ქმედებას და არ შეიცავდეს კონკრეტული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს.
წერილობითი შეკითხვით მომართვა შესაძლებელია ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის მიერ დადგენილი ფორმით, რომელსაც შესაბამის ვადაში, შეკითხვის სირთულის მიხედვით, წერილობით პასუხს გასცემს იურისტი, დისციპლინური კოლეგია ან ეთიკის კომისიის სრული შემადგენლობა. წერილობითი ფორმით მომართვის მიზნით გთხოვთ, იხილოთ შეკითხვის ფორმა
„ცხელი ხაზის“ მეშვეობით დაკავშირების დროს, იურისტი ერთიან რეესტრში ამოწმებს ადვოკატის სახელს, გვარს, პირად ნომერს, სიით ნომერს, სპეციალიზაციას და მხოლოდ ამის შემდეგ ისმენს ადვოკატის ჰიპოთეტურ შეკითხვას. ადვოკატებისათვის ეთიკის კომისიის „ცხელი ხაზის“ მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ადვოკატსა და იურისტს შორის საუბარი იწერება. „ცხელი ხაზი“ - 2 200 262 მუშაობს ყოველდღე, შაბათ–კვირის გარდა, 11:00 – 17:00 სთ. იურისტი არ პასუხობს შეკითხვებს, რომელიც გამოქვეყნებულია ხშირად დასმული შეკითხვების სახით.
რეკომენდაციის მომთხოვნი ადვოკატის ვინაობა კონფიდენციალურია. რეკომენდაციები ქვეყნდება ასოციაციის ვებ-გვერდზე და ასოციაციის პერიოდულ გამოცემაში ადვოკატის იდენტიფიცირების გარეშე.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ „ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ“ დებულების VIII თავი
აღნიშნული მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, გთხოვთ, შევასოთ და გამოგვიგზავნოთ რეკომენდაციათა გაცემის შეფასების ფორმა