მამუკა ნოზაძე

ეთიკის კომისიის წევრი, კოლეგიის თავმჯდომარე

2021 წლის 11 დეკემბერს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებამ მამუკა ნოზაძე ეთიკის კომისიის წევრად აირჩია.
2017-2021 მამუკა ნოზაძე ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების მიერ  მეორე ვადით არჩეულ იქნა ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად. ამავდორულად, ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, იგი იყო ადვოკატთა სოციალური დახმარების ფონდის თავმჯდომარე. 
მამუკა ნოზაძე საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს 1998 წლიდან. იგი არის არის პრაქტიკოსი და კვალიფიციური ადვოკატი სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე. მამუკა ასევე, მუშაობს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაგზავნ განაცხადებზე (საჩივრებზე) და აღნიშნული მიმართულებით აქვს დიდი გამოცდილება. მამუკა არის ადვოკატთა ასოციაციის ტრენერი. 
1999 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. 
სწავლის პარალელურად, საზოგადოებრივ საწყისებზე, პრაქტიკას გადიოდა გორის  სარაიონთაშორისო და შემდგომ  შიდა ქართლის ოლქის პროკურატურაში.
1996 წლის იანვრიდან მუშაობა დაიწყო  სააქციო საზოგადოებაში  ,,ლარი'', იურისტის პოზიციაზე. 
1998 წელს მუშაობა დიწყო გორის მერიის სოციალურ დეპარტამენტთან არსებულ იურიდიული სამსახურის უფროსად, პარალელურად მუშაობდა  სააქციო საზოგადოების ,,ელიტა'' იურისტად და ს.ს ,,საქთხევადგაზი''–ს იურისტად ხელშეკრულების საფუძველზე.
1999 წლის იანვრიდან მუშაობა დაიწყო  შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში იურისტად.
2000 წლის 15 დეკემბრიდან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დაფუძნებამდე,  მუშაობდა  მთაწმინდის რაიონის ადვოკატურაში ადვოკატად, ამავდროულად არის  იურისტთა ასოციაცია ,,თემიდას'' თავმჯდომარე.
2003 წელს გაიარა  ადვოკატთა საერთო ტესტირება.
2003 წლის 8 დეკემბერს დაინიშნა  #85 ლიახვის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ. უფლებამოსილებას ასრულებდა  2006 წლის მარტის თვემდე.
2017 წლამდე მამუკა ნოზაძე გახლდათ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი.
2022 წლიდან არის საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრი, მედიატორი.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი