კლინიკის შესახებ

რა არის ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კლინიკა? 

საუნივერსიტეტო სწავლების პრაქტიკული კომპონენტი - ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კლინიკა ხორციელდება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ბაზაზე ეთიკის კომისიაში. კლინიკაში საქმიანობა გულისხმობს ადვოკატის პროფესიული ეთიკის პრაქტიკაში შესწავლას.

რა არის კლინიკის მიზანი? რაში ეხმარება კლინიკა სტუდენტებს?

კლინიკის მიზანია სტუდენტებში ადვოკატის პროფესიული ქცევის სტანდარტების შესახებ ცოდნის გავრცელება და იურისტის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გზით. სტუდენტები შეძლებენ განივითარონ სამართლებრივი აზროვნება, კომუნიკაციის უნარი და აიმაღლონ კვალიფიკაცია სამართლებრივ წერაში. სტუდენტები შეხვდებიან ადვოკატებს და მიიღებენ საუკეთესო გამოცდილებას. 

რისგან შედგება კლინიკა?

კლინიკა მოიცავს 15 სასწავლო კვირას და შედგება თეორიული, პრაქტიკული და დამოუკიდებელი დავალებების ნაწილისაგან. კლინიკაში საქმიანობის დაწყებამდე სტუდენტები გადიან თეორიულ-ინტერაქტიულ კურსს იმ ძირითადი უნარ-ჩვევების ჩამოსაყალიბებლად, რაც მათ საშუალებას მისცემს დამოუკიდებლად გაართვან თავი კლინიკაში დაგეგმილ შემდგომ აქტივობებს. თეორიული ნაწილის შეხვედრების დრო თანხმდება მთლიან ჯგუფთან, ხოლო პრაქტიკული კომპონენტის სამუშაო დრო ინდივიდუალურად სტუდენტთან. 

კლინიკის ფარგლებში სტუდენტები მუშაობენ როგორც სისხლის სამართლის, ისე სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე მათი ინტერესის მიხედვით.

კლინიკის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილე შეფასების გარდა მიიღებს კლინიკის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

კლინიკა განკუთვნილია მაგისტრატურის/ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის, როგორც საუნივერსიტეტო სწავლების პრაქტიკული კომპონენტი.

კლინიკაში შერჩევის წესი

კლინიკაში მიღებას აცხადებს უნივერსიტეტი სასწავლო პროცესის დაწყებისას. უნივერსიტეტის კლინიკების ხელმძღვანელთა მხრიდან სტუდენტის შერჩევის წესი თანხმდება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან.

ადვოკატთა ასოციაცია ეთიკის კლინიკის ფარგლებში თანამშრომლობს შემდეგ უნივერსიტეტებთან: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ, კავკასიის უნივერსიტეტი, თბილისის ღია უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, ევროპის უნივერსიტეტი, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი.

კლინიკის მხარდამჭერია აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს EWMI-PROLoG-ის პროექტი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციური გაძლიერება.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვიდეო კლინიკის შესახებ, რომელიც მომზადდა მხარდამჭერი პროექტის დახმარებით. ვიდეოს შინაარსზე პასუხისმგებელია საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია. ის შესაძლოა არ ასახავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან აღმოსავლეთ- დასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.

ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კლინიკის ვიდეორგოლი

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი