რაისა ლიპარტელიანი

აღმასრულებელი საბჭოს წევრი

2021 წლის 11 დეკემბერს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით რაისა ლიპარტელიანი ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი გახდა.
2021 წლიდან კი  სსიპ საქართველოს შრომის ინსპექციის სამსახურის მრჩეველთა საბჭოს წევრი  და სსიპ საქართველოს შრომის ინსპექციის სამსახურთან არსებული აკრედიტაციის კომისიის წევრი.  
2020 წლიდან - საქართველოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის წევრი. 
2018 წლიდან- მშრომელთა უფლებების დამცველ იურისტთა საერთაშორისო ქსელის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი და დამფუძნებელი (ILAW Network).
2018 წლიდან - ევროკავშირი-საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების პლათფორმის წევრი (CSP) 
2017 -2019 წლებში იგი იყო  აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის  მე-5 სამუშაო ჯგუფის ,,სოციალური დიალოგი და შრომითი უფლებები“ კოორდინატორი. ამავე წლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორის მე-5 სამუშაო ჯგუფის ,,სოციალური და შრომითი პოლიტიკა,სოციალური დიალოგი“   კოორდინატორი.  
რაისას აქვს არაერთი საერთაშორისო  და ადგილობრივი ორგანიზაციის (ქეა საერთაშორისო კავკასიაში,ამერიკის სოლიდარობის ცენტრი, UN Women, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ფრიდრიხ ებერტის ფონდი და ა.შ.) იურიდიული კონსულტანტად  და ექსპერტად მუშაობის გამოცდილება 
რაისა ლიპარტელიანი 2018 წლის 1-ლი თებერვლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შრომის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციას იკავებს.
ის  არის  ტრენერი   შრომის ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებზე. 
რაისა არის არაერთი პუბლიკაციისა და ნაშრომის ავტორი. 
ასევე -  სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებისა და ფორუმების მონაწილე.
რაისა ფლობს ინგლისურ, ესპანურ, გერმანულ და რუსულ ენებს.
2008-2009 წლებში მუშაობდა ორგანიზაციაში ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი” პროექტის კოორდინატორად.
2008 წლიდან  ამავე ორგანიზაციის იურიდიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
2017 წლის სექტემბრიდან  რაისა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილეა.
მას  აქვს ადამიანის უფლებათა სფეროში მუშაობის  ხანგრძლივი (18 წლიანი) გამოცდილება, მათ შორის  16 წელი უშუალოდ შრომის  უფლებების მიმართულებით.
2005 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.
2000 წელს დაამთავრა თბილისის მე-4 ქართული გიმნაზია.
რაისა ლიპარტელიანი დაიბადა 1983 წლის 26 აპრილს ქ. თბილისში.


 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი