გიორგი ფანცულაია
აღმასრულებელი საბჭოს წევრი
2025 წლის 14 დეკემბერს გიორგი ფანცულაია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით არჩეულ იქნა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად.
აქვს 13 წლიანი წარმატებული საადვოკატო კარიერა სისხლის სამართლის მიმართულებით.
მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს, მათშორის სასამართლო წარმომადგენლობას განსაკუთრებით რთულ და გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებზე.
2019 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მენტორი ადვოკატი.
2018 წლიდან არის იურიდიული კომპანია „გიორგი ფანცულაია და პარტნიორების" დამფუძნებელი და დირექტორი.
2016 წელს ჩააბარა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის არასრულწოვანთა მართლმსაჯულების ტესტირება.
2014-2015 წლებში იყო მიწვეული ტრენერი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპარლამენტო დებატებში.
2014 წელს გახდა საქართველოს ჩემპიონი იურისტებს შორის საპარლამენტო დებატებში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ეგიდით.
2010-2014 წლებში იყო ჩართული საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თბილისის ოფისში სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტებში.
2010 წელს წარმატებით ჩააბარა საქართველოს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
გიორგი ფანცულაიამ სამართლის მაგისტრის ხარისხი წარჩინებით მოიპოვა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. უფრო ადრე, წარჩინებით დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის ბაკალავრიატი სამართალმცოდნეობის მიმართულებით. გაიარა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თბილისის სასწავლო ცენტრის განგრძობადი განათლების კურსები სისხლის სამართალსა და სამოქალაქო სამართალში.




