საბჭოს შესახებ
ადვოკატთა ასოციაციის წესდების მე-11 მუხლის მიხედვით, ასოციაციის მართვის ორგანოა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო. აღმასრულებელი საბჭო შედგება 12 წევრისაგან, რომელთაგან 11-ს ოთხი წლის ვადით, ფარული კენჭისყრით, ირჩევს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება, ადვოკატთა ასოციაციის სიითი შემადგენლობიდან. ასოციაციის თავმჯდომარე თანამდებობრივად შედის აღმასრულებელი საბჭოს შემადგენლობაში.