„მედკოს“ სპეციალური შეთავაზება ადვოკატებისთვის

18 მარტი 2022

19 მარტიდან ადვოკატთა ასოციაციის წევრები თბილისში ფუნქციონირებად სამედიცინო ცენტრში „მედკო“ სპეციალური, 20% იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.  შეღავათები ყველა სახის მიმდინარე სერვისის შიდა ფასზე ვრცელდება. 

ადვოკატთა იდენტიფიცირება რეგისტრატურის ონლაინ ბაზაში პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ასოციაციის წევრის მოწმობის წარდგენის საფუძველზე იქნება შესაძლებელი.

მომსახურების ჩამონათვალი

•    50-ზე მეტი, სხვადასხვა პროფილის ექიმების მომსახურება ბინაზე გამოძახებით: პედიატრი, რევმატოლოგი, დერმატოლოგი, თერაპევტი, ენდოკრინოლოგი და სხვა;
•     ექთნის მომსახურება;
•  ექოსკოპიური კვლევა - სხვადასხვა სეგმენტის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა მათ შორის: ექოკარდიოსკოპია, სამეანო ექოსკოპია, ნეიროსონოსკოპია ჩვილებში, მენჯ-ბარძაყის სახსრის კვლევა ჩვილებში, დოპლეროგრაფია, რბილი ქსოვილები, სახსრის ექოსკოპია და სხვ.
•    ციფრული რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა;
•    ლაბორატორიული კვლევების სრული სპექტრი;
•    Covid 19-ის დიაგნოსტიკა: PCR და სწრაფი ტესტირება SARS-CoV Antigen-ი ნაცხით;
•    სმენის ხარისხის განსაზღვრა - აუდიომეტრია;
•    გარეგანი სასუნთქი სისტემის ფუნქციის კვლევა - სპირომეტრია;
•    24 საათიანი ჰოლტერის მონიტორირება;
•    ეკგ - ელექტროკარდიოგრაფია;
•    ფსიქოლოგის ვიზიტი ბინაზე მომსახურებით;
•   მასაჟი - როგორც სამედიცინო, ასევე კოსმეტოლოგიური და ზოგად გამაჯანსაღებელი მასაჟის პროცედურები სასურველ მისამართზე გამოძახებით.
მის: თბილისი, მცხეთის ქუჩა N 19/21

ადვოკატთა ასოციაცია სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობით ადვოკატებისთვის კორპორაციული პაკეტების შექმნას განაგრძობს. შემდეგ ეტაპზე სპეციალური შეთავაზებების ჩამონათვალს კიდევ რამდენიმე მსხვილი კომპანია დაემატება.

ადვოკატთა ასოციაცია ჯანმრთელობას გისურვებთ!
 
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი