1 აპრილიდან ადვოკატთა ასოციაციის წევრები თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის სპეციალური ფასდაკლებებით ისარგებლებენ. შეღავათები ადვოკატებისთვის სამედიცინო მომსახურეობაზე -20%, ხოლო, ბალნეო, ველნეს და სპა პროცედურებზე -10% ფასდაკლებას გულისხმობს.
ადვოკატთა იდენტიფიცირება რეგისტრატურის ონლაინ ბაზაში პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ასოციაციის წევრის მოწმობის წარდგენის საფუძველზე იქნება შესაძლებელი.
თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი მინერალურ-გოგირდიანი წყლითა და სამკურნალო ტალახით აღჭურვილი თანამედროვე სამკურნალო დიაგონოსტიკური, სარეაბილიტაციო და გამაჯანსაღებელი დაწესებულებაა, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა სახის სამკურნალო და გამაჯანსაღებელ პროცედურასა და სამედიცინო - დიაგნოსტიკურ სერვისს სთავაზობს. ველნეს და სპა პროცედურებთან ერთად მომხმარებელს მაღალი ხარისხის კოსმეტოლოგიური მომსახურების მიღებაც შეუძლია. თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი კურორტი კვალიფიციური და პროფესიონალი გუნდითაა დაკომპლექტებული.
მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: http://balneo.ge/