ადამია გივი

სპეციალიზაცია: სამოქალაქო
მომსახურების სფერო: სამოქალაქო სამართალი
ტელეფონის ნომერი: +995551293388
ენები: ქართული, ინგლისური და გერმანული
ელ. ფოსტა: g.adamia@tblegal.ge

ადვოკატის შესახებ:
მე ვარ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ ლიცენზირებული ადვოკატი, იურიდიულ სფეროში ათწლიანი პროფესიული გამოცდილებით. ამასთანავე ვფლობ სამართლის დოქტორის აკადემიურ ხარისხს და ვარ არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ვარ იურიდიული ფირმა TB Legal-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, სადაც კლიენტებს ვთავაზობთ სტრატეგიულ იურიდიულ მომსახურებას. ჩემი ძირითადი სპეციალიზაციის სფეროებია: სახელშეკრულებო სამართალი, საკორპორაციო სამართალი, კონკურენციის სამართალი, სახელმწიფო შესყიდვების სამართალი, შრომის სამართალი და ადმინისტრაციული სამართალი. პრაქტიკული საქმიანობის ფარგლებში წარმატებით მაქვს განხორციელებული 300-ზე მეტი სამართლებრივი პროექტი, რაც დაეხმარა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კლიენტებს სამართლებრივი სირთულეების ეფექტიანად გადაჭრაში. იურიდიული პრაქტიკის პარალელურად, ვარ კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, სადაც ვასწავლი სამართლის სხვადასხვა დისციპლინას, მათ შორის: სამოქალაქო სამართალს, სახელშეკრულებო სამართალს, სანივთო სამართალს, დელიქტურ სამართალსა და კონკურენციის სამართალს. სრულყოფილად ვფლობ ქართულ, ინგლისურ და გერმანულ ენებს. ასევე მაქვს ევროპულ იურიდიულ ფირმებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება. შეგიძლიათ დამიკავშირდეთ მითითებული ტელეფონის ნომრის გამოყენებით, WhatsApp-ის ან Viber- ის საშუალებით. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენი ფირმის ვებგვერდს:​ 👉 tblegal.ge ან იხილოთ ჩემი პროფესიული პროფილი LinkedIn-ზე: 👉 linkedin.com/in/dr-giga-adamia
პროფილში განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებელია პროფილის შემქმნელი ადვოკატი

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი