ლადო ჯავახიშვილი
სპეციალიზაცია: საერთომომსახურების სფერო: საერთო
ტელეფონის ნომერი: (+995) 574 921 921
ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
ელ. ფოსტა: lado.javakhishvili@gmail.com
ადვოკატის შესახებ:
2014 წელს მიენიჭა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრის ხარისხი, 2016 წელს ამავე უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი, ხოლო 2019 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2013-2018 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და დანაშაულის პრევენციის მიმართულებით სხვადასხვა პოზიციებზე, 2018 წლიდან კი ამავე სისტემაში იკავებდა დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის, ხოლო 2020 წლიდან დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის პოზიციას რა დროსაც სხვა საკითხებთან ერთად კურირებას უწევდა სააგენტოს სტრატეგიულ განვითარებას, დანაშაულის პრევენციის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, აღდგენითი მართლმსაჯულების, მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის, კვლევისა და სერვისების და სხვა მიმართულებებს. 2021 წლის ნოემბრიდან დატოვა საჯარო სამსახური და დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიისა და მართლმსაჯულების ინსტიტუტი. ამავდროულად, 2014 წლიდან, პერიოდულად, არის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მოწვეული ექსპერტი/კონსულტანტი, ეროვნულ და საერთაშირისო დონეზე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, ბავშვის უფლებების, დანაშაულის პრევენციის, აღდგენითი მართლმსაჯულების, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მიმართულებით, მათ შორის ისეთ ორგანიზაციებში, როგორიცაა: Council of Europe, UNICEF, Penal Reform International (PRI), World Vision International, PH International და სხვა. ლადო ჯავახიშვილი არის არაერთი სახელმძღვანელოსა და სტატიის ავტორი, 2014 წლიდან სხვა და სხვა საკითხებზე საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და სხვა ორგანიზაციების მოწვეული ტრენერი და ამავდროულად 2014-2019 წლებში ხელმძღვანელობდა დანაშაულის პრევენციის პრაქტიკულ კლინიკას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2023 წლიდან ეწევა საადვოკატო საქმიანობას საერთო სპეციალიზაციით, სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლის, ადმინისტრაციული სამართლისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით.
პროფილში განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებელია პროფილის შემქმნელი ადვოკატი