თინათინ კვინიკაძე

სპეციალიზაცია: საერთო
მომსახურების სფერო: საერთო
ტელეფონის ნომერი: 593002848
ენები: ქართული, გერმანული, ინგლისური, რუსული
ელ. ფოსტა: tinatinkvinikadzelaw@gmail.com

ადვოკატის შესახებ:
ადვოკატი თინათინ კვინიკაძე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია 2020 წლიდან. 2011 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის (ძირითადი სპეციალობა) სამართლის ფაკულტეტი და (დამატებითი სპეციალობა) სოციალური მეცნიერებები. 2016 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში, სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში წარმატებით დაიცვა ხარისხი თემაზე: „სტრატეგიული ობიექტების სადაზვერვო ხასიათი“ და მიენიჭა საპოლიციო რეგულირების სამართლის მაგისტრის ხარისხი. 2016-2017 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ანალიტიკურ განყოფილებაში. 2017-2019 წლებში იურიდიული პრაქტიკა გაიარა რამდენიმე საადვოკატო ბიუროში და შეიძინა იურისტისთვის საჭირო უნარ-ჩვევები. 2018-2019 წლებში წარმატებით ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლისა და სამოქალაქო სამართლის მიმართულებით. 2019-2020 წლებში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაიარა პროფესიული ადაპტაციის ერთწლიანი პროგრამა და მიიღო ადვოკატის ლიცენზია საერთო სპეციალიზაციით. 2020 წელს დამატებითი სპეციალიზაცია მიენიჭა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასა და ბავშვთა უფლებებში. 2021 წლიდან ეწევა დამოუკიდებელ სადვოკატო საქმიანობას. იურიდიული მომსახურების სფეროები: სისხლის სამართალი, სამოქალაქო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, საერთაშორისო სამართალი, შრომის სამართალი, სამეწარმეო სამართალი, ინტელექტუალური საკუთრების სამართალი, სანივთო სამართალი, ვალდებულებითი სამართალი, სახელშეკრულებო სამართალი, საოჯახო სამართალი, მემკვიდრეობის სამართალი, საქართველოს მოქალაქეობისა და ბინდარობის მიღება, ლიცენზიებისა და ნებრათვების მოპოვება, უძრავი ქონების პრივატიზაცია და რეგისტრაცია, იურდიული პირის რეგისტრაცია, საალიმენტო და განქორწინების დავების გადაწყვეტა. სისხლის სამართლის საქმეებზე ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულისა და დაზარალებულის იურიდიული ინტერესების დაცვა: ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე, ეკონომიკურ დანაშაულებზე, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ დანაშაულებზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ დანაშაულებზე, სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშულებზე, სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ დანაშაულებზე, სამხედრო სამსახურისა და კაციობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე. იურიდიულ მომსახურებაზე 40%-იანი ფასდაკლება მოქმედებს სოციალურად დაუცველი, მარტოხელა და პენსიონერი პირების მიმართ.
პროფილში განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებელია პროფილის შემქმნელი ადვოკატი

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი