სოფიკო დარჩია
სპეციალიზაცია: საერთომომსახურების სფერო: საერთო
მისამართი: ქ. თბილისი მიცკევიჩის ქუჩა N11
ტელეფონის ნომერი: 598-007-967
ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
ელ. ფოსტა: sofo.darchia@gmail.com
ადვოკატის შესახებ:
2015-2019 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის, სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე. მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ეროვნულ თუ საერთაშორისო პროექტსა და შეჯიბრებაში. 2018 წელს გაიმარჯვა ეროვნულ კონკურსში „ადვოკატირების უნარ-ჩვევები სისხლის სამართლის პროცესში“. მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის სამდივნოს სტაჟიორად. სტაჟირება აქვს გავლილი ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის კლინიკაში. 2019-2021 წელს სოფიკო დარჩიამ წარმატებით დაასრულა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა. სოფიკოს მოპოვებული აქვს სახელმწიფოს, თბილისის მერიის და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიები. 2020 წელს გაიარა ჰარვარდის სამართლის სკოლის ონლაინ კურსი „ბავშვის უფლებები თეორიასა და პრაქტიკაში“. 2021 წლიდან დღემდე სოფიკო სწავლობს სულხან-საბა ორბელიანის სამართლის სადოქტორო პროგრამაზე. სოფიკო ასევე არის რამდენიმე პულიკაციის ავტორი. 2020 წელს სოფიკომ წარმატებით ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციაში. ასევე ჩაბარებული აქვს დამატებითი სპეციალიზაციის გამოცდა არასრულწლოვანთა მართმსაჯულებისა და ბავშვთა უფლებების მიმართულებით. სოფიკო 2021 წლიდან დღემდე საადვოკატო ბიურო „OK&CG“- ს გუნდის წევრია!
პროფილში განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებელია პროფილის შემქმნელი ადვოკატი