თამარ ურუშაძე

სპეციალიზაცია: საერთო
მომსახურების სფერო: საერთო
მისამართი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, ი.პეტრიწის 19
ტელეფონის ნომერი: 596 12 75 75
ენები: ქართული, ინგლისური, გერმანული
ელ. ფოსტა: urushadzetamuna@yahoo.com

ადვოკატის შესახებ:
თამარ ურუშაძეს აქვს საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება საერთო სპეციალიზაციით. დამატებითი სპეციალიზაცია – ბავშვთა უფლებები. თამარს 2011 წელს მიენიჭა სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრის, ხოლო 2013 წელს – სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2011 – 2014 წლებში თამარი მუშაობდა განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით, როგორც ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სამსახურის კოორდინატორი. ამჟამად იგი წარმოადგენს პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციის ექსპერტს. 2011 წლიდან დღემდე არის მიწვეული ლექტორი სხვადასხვა უნივერსიტეტში. 2014-2018 წლებში იგი დასაქმებული იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიულ დეპარტამენტში, სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზის მიმართულებით. 2018 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს იურიდიული და საინვესტიციო პროექტების სამსახურის სასამართლოსთან წარმომადგენლობის უზრუნველყოფის სამმართველოს. საადვოკატო საქმიანობის განმავლობაში, თამარს გავლილი აქვს არაერთი საკვალიფიკაციო და პროფესიული გადამზადების კურსი. მათ შორის, ინტელექტუალური საკუთრების, პერსონალურ მონაცემთა დაცვის, ბავშვთა უფლებების, განათლების, სახელშეკრულებო და საინვესტიციო სამართლის მიმართულებით. თამარი წარმოადგენს იურიდიული-საკონსულტაციო კომპანიის „ბი ი ელ ჯგუფის“ (BEL Consulting Group) მმართველ პარტნიორს. კონტაქტი:https://belgroup.ge/
პროფილში განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებელია პროფილის შემქმნელი ადვოკატი

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი