ზურაბ ჭყონია

სპეციალიზაცია: საერთო
მომსახურების სფერო: საერთო
მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას მე4 კვ. მე-15 კორპ. ბ.16
ტელეფონის ნომერი: + (995) 599 17 75 73
ენები: ქართული, რუსული
ელ. ფოსტა: z.chkonia@yahoo.com

ადვოკატის შესახებ:
ზურაბ ჭყონია დაიბადა 1972 წელს თბილისში. 1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 2010-2012 წლებში მუშაობდა თბილისი საბანკო- საფინანსო და მენეჯმენტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის უფროს მასწავლებლად კერძო სამართლის მიმართულებით. 2011-2012 წლებში მუშაობდა საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მასწავლებლად კერძო სამართლის მიმართულებით. 2011-2015 წლებში მუშაობდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე კერძო სამართლის მიმართულებით. 2015-2017 წლებში იყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მოწვეული პედაგოგი კერძო სამართლის მიმართულებით. 2016 -2020 წლებში მუშაობდა ევროპის უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე კერძო სამართლის მიმართულებით. 2015 -2020 წლებში ზურაბ ჭყონია იყო ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 2015 – 2019 წლებში გახლდათ ამავე ინსტიტუტის სამართლის საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი „სამართალი და მსოფლიოს“ მთავარი რედაქტორი, ხოლო 2019 წლიდან 2020 წლის 16 აგვისტომდე რედაქტორი. 2019 წლიდან დღემდე იგი არის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „სამართლის მაცნეს“ მთავარი რედაქტორი. 2020- 2022 წლებში იკავებდა უნივერსიტეტი მილენიუმის პროფესორის აკადემიურ თანამდებობას კერძო სამართლის მიმართულებით. 1992-1993 წლებში და შემდგომ 1995-2001 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა ორგანოებში, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობებზე. 2001 წლიდან ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას. 2001 -2002 წლებში გახლდათ იურიდიული ფირმა „კორძაძე და სვანიძე ადვოკატების“ ადვოკატი. 2002-2005 წლებში იყო საადვოკატო ბიურო „ჭყონია და პარტნიორების“ მმართველი პარტნიორი. 2005-2006 წლებში მუშაობდა შსს სსიპ სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. 2006 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 2006 წლიდან არის „იურიდიული ფირმა ჭყონია და კომპანიას“ დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. 2006-2012 წლებში მუშაობდა სამშენებლო კომპანია შპს „კაპიტელ ინვესტის“ იურისტად და ხელმძღვანელობის რწმუნებულად ხარისხის მართვის საკითხებში (iso). 2009-2010 წლებში გახლდათ მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი „რეგისტას“ არბიტრი. 2014 წლის აპრილიდან დღემდე არის ა(ა)იპ „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და თავმჯდომარე. 2012 წლიდან დღემდე არის „კავკასიის ადვოკატთა სკოლა CLS“-ის დამფუძნებელი პარტნიორი და დირექტორი. 2022 წლის 20 სექტემბრიდან დღემდე მუშაობს სსიპ „სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს“ კონსულტანტის თანამდებობაზე. ზურაბ ჭყონია გახლავთ ათი სამეცნიერო სტატიის ავტორი და წიგნის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის კომენტარის“ (წიგნი პირველი, 2018 წ.) თანაავტორი. მონაწილობა აქვს მიღებული 7 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში. ზურაბ ჭყონია წლებია ეწევა ქართული გვარების კვლევას. ის გახლავთ სამეცნიერო-პოპულარული წიგნის ჯელაძეების გვარის გენეალოგიას“(2023 წ.) ავტორი. ზურაბ ჭყონიას ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
პროფილში განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებელია პროფილის შემქმნელი ადვოკატი

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი