ლამარა (ლალი) ზაალიშვილი

სპეციალიზაცია: საერთო
მომსახურების სფერო: საერთო
მისამართი: ქ. თბილისი. ვაჟა-ფშაველას გამირი 64. ბინა 16
ტელეფონის ნომერი: +995 (577) 112602
ენები: ქართული; რუსული;
ელ. ფოსტა: lazaalishvili@yahoo.com

ადვოკატის შესახებ:
1980 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახალხო მეურნეობის დაგაგმვის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ 1995 წლამდე მუშაობდა სასოფლო მშენებლობისა და მშენებლობის სამინისტროს ინჟინერ-ეკონომისტის წამყვან პოზიციებზე; 1995-1999წწ. დაამთავრა თბილისის იურიდიული ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი; 2002-2005წწ. დასაქმებული იყო იურისტ/ადვოკატად არასამთავრობო კავშირში ,,ღირსება"; 2005-2008წწ. იყო თბილისის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებელ; ხოლო 2008-2011წწ. აღსრულების პოლიციელი, წოდებით იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი; 2015-2016წწ. იყო სტაჟიორ/ადვოკატი საადვოკატო ბიუროში ,,ბახტაძე და პარტნიორები"; 2016 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასციაციის წევრი საერთო სპეციალიზაციით და ამავდროულად არის ასოციაციის ადმინისტრაციული სამართლის კომიტეტის წევრი; სპეციალიზებულიზებულია სისხლის სამართალში-არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში და სამოქალაქო სამართალში -ბავშვთა უფლებებში; არის მენტორი ადვოკატი; გავლილი აქვს ევროპის აკადემიური ცენტრის მოსამართლის მოსამზადებელი სრული კურსი; დატრენინგებულია საბანკო სამართალში; მშენებლობისა და სამშენებლო წარმოების ეკონომიკასა და სამართალში; სააღსრულებო სამართალში; საერთაშორისო კერძო სამართალში; სისხლის საპროცესო სამართალში; სამკვიდრო სამართალში; დაინტერესებულ პირებს გაუწევს იურიდიულ და საადვოკატო მომსახურებას კერძო და სახელმწიფო დაწესებულებებში, ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში, ნებისმიერი კატეგორიის საქმეებზე.
პროფილში განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებელია პროფილის შემქმნელი ადვოკატი

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი