მიხეილ ბუზარიაშვილი
სპეციალიზაცია: სამოქალაქომომსახურების სფერო: სამოქალაქო სამართალი
მისამართი: თბილისი, შანიძის ქ. N21
ტელეფონის ნომერი: +995599106699
ენები: ქართული, ინგლისური და რუსული
ელ. ფოსტა: buzariashvili@hotmail.com
ადვოკატის შესახებ:
მიხეილ ბუზარიაშვილი გახლავთ საადვოკატო ბიურო "მბ და სოლისიტორები"-ს დამფუძნებელი და დირექტორი, მისი საქმიანობის სფეროებს მიეკუთვნება სამოქალაქო სამართალი, ინტელექტუალური საკუთრების სამართალი, შრომის სამართალი, სააღსრულებო სამართალი, სამეწარმეო სამართალი და ბიზნეს გარიგებები, საგადასახადო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, საბაჟო სამართალი, სისხლის სამართალი. საადვოკატო პრაქტიკას ეწევა 1999 წლიდან. ამ პერიოდის მანძილზე მან დიდი ცოდნა და გამოცდილება დააგროვა. სწორედ ამ წლიებს პროფესიული საქმიანობის შედეგი გახლავთ ის, რომ მან ამ წლების მანძილზე შეიძინა ადვოკატისთვის საჭირო უნარ-ჩვევები და დღეის მდგომარეობით, იგი ბაზარზე გამოირჩევა როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალკვალიფიციური იურისტი. მიხეილ ბუზარიაშვილი ითავსებს კომპანიის მართვისა და ადმინისტრირების ფუნქციებსაც. საადვოკატო ბიუროს სამუშაო პოლიტიკის შექმნა და კლიენტის ინტერესების მაქსიმალურად დაცვისათვის საჭირო ყველა ძირეული საკითხის გადაწყვეტა სწორედ მის მიერ ხდება. მისი პიროვნული თვისებებისა და მიღებული ცოდნის და გამოცდილების დამსახურებით იგი ბიუროში განხორციელებული ყველა ნოვატორული იდეის ავტორია. მათ შორისაა იურიდიული კონსულტაციების გაცემა და სასამართლოსთან კომუნიკაცია ინტერნეტ ტექნოლოგიების და პლათფორმების გამოყენებით, რაც ქართულ საადვოკატო მომსახურების სფეროში პირველად ხორციელდება. მიხეილ ბუზარიაშვილითვის საადვოკატო საქმე და კლიენტის ინტერესები უპირველესია. მისი, როგორც იურისტის ძლიერი მხარეა ძლიერი მოდავე მხარეებთან მოლაპარაკებების წარმოება, კლიენტისთვის კომფორტული გარემოს შექმნა. მას ყოველთვის შესწევს უნარი რთული სიტუაციიდან გამოსავლის მოძიებისათვის და სწორედ ესაა მის მიერ არაერთი სასამართლო პროცესის წარმატებით დასრულების წინაპირობაა.
პროფილში განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებელია პროფილის შემქმნელი ადვოკატი