პაატა მეხრიშვილი

სპეციალიზაცია: საერთო
მომსახურების სფერო: სისხლის სამართალი
ტელეფონის ნომერი: 599226639
ელ. ფოსტა: law.paata@gmail.com

ადვოკატის შესახებ:
ადვოკატი პაატა მეხრიშვილი დაიბადა 1980 წლის 25 თებერვალს ქალაქ რუსთავში. 2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა სამართალმცოდნის კვალიფიკაცია. 2003 წელს ჩააბარა ადვოკატურის გამოცდა საერთო სპეციალიზაციით. 2002 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო. 2010 წელს ჩააბარა მოსამართლეობის გამოცდა. არის ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის, ამერიკის იურისტთა ასოციაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ტრენერი და კითხულობს ლექციებს შემდეგ საკითხებზე: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ადვოკატთა უნარ-ჩვევების განვითარება, ნაფიც მსაჯულთა შერჩევა და ნაფიც მსაჯულთა ინსტრუქციები, საპროცესო შეთანხმების სამართლებრივი ასპექტები, სამართლებრივი მართლწერა, ტრეფიკინგის საკითხები, სისხლის სამართლის პროცესისა და მატერიალური კანონმდებლობის სხვადასხვა აქტუალური საკითხები. გავლილი აქვს ათობით ტრენინგ-კურსი სამართლის ყველა დარგში. პაატა არის სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისა და ფორუმის მონაწილე. 2003 წლიდან დღემდე ეწევა აქტიურ საადვოკატო საქმიანობას, დაგროვილი აქვს მდიდარი გამოცდილება და წარმატებით აქვს დასრულებული მრავალი საქმე, მათ შორის ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით განსახილველი საქმეები.
პროფილში განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებელია პროფილის შემქმნელი ადვოკატი

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი