სამადბეგიშვილი სანდრო
სპეციალიზაცია: საერთომომსახურების სფერო: სამოქალაქო სამართალი
მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 71 (ბიზნეს ცენტრი ვაჟაზე, რედიქსის შენობა), მე-4 სართული, ოფისი 24
ტელეფონის ნომერი: 557595709
ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
ელ. ფოსტა: ssamadbegishvili@mkd.ge
ადვოკატის შესახებ:
გამოცდილება სანდრო სამადბეგიშვილი შემოუერთდა იურიდიულ ფირმას "მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური" (MKD) 2009 წელს. აქვს პრაქტიკული გამოცდილება ინტელექტუალური საკუთრების და შრომითი სამართლის სფეროში, ასევე სახელშეკრულებო და კორპორატიული სამართალის სფეროში. MKD-ში მუშაობის დაწყებამდე 2009 წლიდან სანდრომ სტაჟირება გაიარა ევროპის საბჭოში, ვენეციის კომისიის კონსულტანტად საქართველოს საკონსტიტუციო და საარჩევნო სამართლის საკითხებზე. სწავლის პერიოდში იგი აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო იმიტირებულ სასამართლო კონკურსებში საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის კუთხით (ტულუზა, საფრანგეთი), ფილიპ ჯესაპის საერთაშორისო იმიტირებული სასამართლო კონკურსში საერთაშორისო საჯარო სამართლის საკითხებზე, ასევე რიგ ქართულ საკონსტიტუციური სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესებზე, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებული სასამართლო კონკურსებში, ევროპის საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ კონკურსში (კიევი, უკრაინა), საერთაშორისო სისხლის სამართლის იმიტირებული სასამართლო კონკურსში (ჰააგა, ნიდერლანდები) და რიგ საერთაშორისო სამართალის საზაფხულო სკოლებში. წარმომადგენლობა არბიტრაჟი: სს „ყაზტრანსგაზი“ საქართველოს წინააღმდეგ (PCA Case No. 2017-22) საარბიტრაჟო დავაზე Baker & McKenzie-ის ასისტირება; Karmer Marble Tourism Construction Industry და Commerce LLC საქართველოს წინააღმდეგ (ICSID საქმე № ARB/08/19) საარბიტრაჟო დავაზე Latham & Watkins LLP–ს წარმოდგენისას ასისტირება; Itera International Energy LLC and Itera Group NV საქართველოს წინააღმდეგ (ICSID საქმე No. ARB/08/7) საარბიტრაჟო დავაზე Freshfields Bruckhaus Deringer LLP–ს წარმოდგენისას ასისტირება სხვადასხვა საკითხებზე; Skadden, Arps, Slate, Meagher & Flom LLP–ს წარმოდგენა დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში (ICSID) სააღსრულებო წარმოებაზე რონი ფუქსი საქართველოს წინააღმდეგ (ICSID საქმე ARB/07/15); Skadden, Arps, Slate, Meagher & Flom LLP–ს საქმეზე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს წინააღმდეგ (ICSID საქმე No. ARB/12/27). Hogan Lovells–ის უზენაეს სასამართლოში საქმის წარმოებასთან დაკავშირებით; შპს Sidley Austin-თან მუშაობა ციურიხის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღიარების და სისრულეში მოყვანის საქმეში; სასამართლო დავები: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლობა საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე დავაში; „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების წარმომადგენლობა მიმდინარე სამოქალაქო დავებში როგორც ქართული, ისე უცხოური სუბიექტების მიმართ; შპს „RMG Gold”-ისა და სს „RMG Copper”-ის წარმომადგენლობა შრომით, კორპორატიულ და მსხვილ სამოქალაქო დავებში; სს „ტერაბანკის“ წარმომადგენლობა მიმდინარე შრომით და სამოქალაქო დავებში; სს „თურქეთის ავიახაზების“ წარმომადგენლობა მიმდინარე შრომით დავებში; მსხვილი სამთომომპოვებელი კომპანიის შპს "სამთო–გეოლოგიური პროექტი"–ს შრომით და კორპორატიულ საკითხებზე წარმოდგენა დავებში; TAV Urban Georgia-ს წარმოდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ; Linx Telecom Georgia-ს წარმოდგენა საქართველოს საგადასახადო სამსახურის წინააღმდეგ; დასაქმების სააგენტო „ეიჩარის“ წარმომადგენლობა მიმდინარე შრომით დავებში; Schlumberger OilField Eastern Limited-ის წარმომადგენლობა მიმდინარე სამოქალაქო დავებზე; სასამართლო პროცესზე შპს Omega Motors-ის წარმოდგენა სამოქალაქო დავაში.
პროფილში განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებელია პროფილის შემქმნელი ადვოკატი